ფეხბურთი მსოფლიო თასი, რომლითაც მესი ზეიმობდა, ყალბი აღმოჩნდა 5 იანვარი, 12:08 ![]() ყალბი თასი არგენტინელმა გულშემატკივრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე დაამზადეს. იგეგმებოდა, რომ მასზე ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშე ავტოგრაფს წააწერდა. თუმცა, საზეიმო ცერემონიის დროს ჯერჯერობით აუხსნელ ვითარებაში, ასლი ლიონელ მესის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ყალბ თასთან ერთად პოზირება დაიწყო ფოტოგრაფების წინაშე. გამოცემა აღნიშნავს, რომ მესი ვერ ხვდებოდა, რომ ეს არ იყო ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მიერ გადაცემული თასი, რადგან ნაკეთობა ორიგინალისგან გარეგნულად და წონით არ განსხვავდებოდა. შედეგად მესის შეცდომაზე მისმა თანაგუნდელმა, ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ მიუთითა. თავად ნახევრმცველმა ამის შესახებ მან დაცვის თანამშრომლებისგან შეიტყო. მესის ფოტომ ყალბი თასით მის "ინსტაგრამის" გვერდზე 75 მილიონი მოწონება დაიმსახურა. სურათმა სპორტსმენთა შორის მოწონებების მიხედვით ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ![]() გარდა იმისა, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ჩეპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული, იგი გასულ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენიც გახლავთ - არგენტინელმა 190 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. 510 2-ს მოსწონს
|