x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მსოფლიო თასი, რომლითაც მესი ზეიმობდა, ყალბი აღმოჩნდა
image

როდესაც არგენტინის ნაკრები გამარჯვებას ზეიმობდა, ნამდვილი თასის გარდა, მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის ყალბი ასლიც გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Clarin წერს.


ყალბი თასი არგენტინელმა გულშემატკივრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე დაამზადეს. იგეგმებოდა, რომ მასზე ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშე ავტოგრაფს წააწერდა. თუმცა, საზეიმო ცერემონიის დროს ჯერჯერობით აუხსნელ ვითარებაში, ასლი ლიონელ მესის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ყალბ თასთან ერთად პოზირება დაიწყო ფოტოგრაფების წინაშე. გამოცემა აღნიშნავს, რომ მესი ვერ ხვდებოდა, რომ ეს არ იყო ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მიერ გადაცემული თასი, რადგან ნაკეთობა ორიგინალისგან გარეგნულად და წონით არ განსხვავდებოდა.


შედეგად მესის შეცდომაზე მისმა თანაგუნდელმა, ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ მიუთითა. თავად ნახევრმცველმა ამის შესახებ მან დაცვის თანამშრომლებისგან შეიტყო.



მესის ფოტომ ყალბი თასით მის "ინსტაგრამის" გვერდზე 75 მილიონი მოწონება დაიმსახურა. სურათმა სპორტსმენთა შორის მოწონებების მიხედვით ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

image

ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, თასის გადაცემის შემდეგ პატარა სკანდალი მოხდა. მინდორზე გასვლა მოახერხა თურქმა მემ-მზარეულმა ნუსრეტ გოკჩემ, ის მსოფლიო ჩემპიონატის თასს შეეხო და რამდენჯერმე სცადა არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაეყოლიებინა მასთან ერთად ფოტო გადაეღო. წესების მიხედვით, თასზე შეხების უფლება მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონებს და სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ.


გარდა იმისა, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ჩეპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული, იგი გასულ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენიც გახლავთ - არგენტინელმა 190 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

4
511
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
511
  
2023, 13 იანვარი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 11 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4