x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მითი და რეალობა: დღის რომელი მონაკვეთია სექსისთვის ყველაზე საუკეთესო?
ჩამორჩენილ ქვეყნებსა და დაბალგანვითარებულ კულტურებში ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებაში სექსი ტაბუირებული და საკრალიზებულია. ასეთ ქვეყნებსა და საზოგადოებებში სექსს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აქვს და დიდად არავინ ინტერესდება მისი ხარისხის გაუმჯობესებით. მაგრამ ცივილიზებული საზოგადოებები ინტერესდებიან სექსით, რადგან ის არამხოლოდ ღვთაებრივი სიამოვნებაა, როგორც ამას მსოფლიოში ყველაზე დიდი საქრისტიანო თემის მეთაური, რომის პაპი ფრანცისკი ქადაგებს, არამედ ჯანმრთელობისა და ფსიქიკური წონასწორობისთვის საუკეთესო საშუალებაც.


მაგრამ მაინც დღის რომელი მონაკვეთია სექსისთვის საუკეთესო?


ალბათ ფიქრობთ, რომ საღამო. ფილმებშიც ხომ სექსი პერსონაჟებს ყოველთვის საღამოობით აქვთ, სანთლების შუქზე გაშლილი რომანტიკული ვახშმის შემდეგ? მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. როგორც ექსპერტები საუბრობენ, საღამო არათუ დღის საუკეთესო მონაკვეთია სექსისთვის, არამედ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე უარესიც კი არის.


სინამდვილეში სექსისთვის დღეღამის საუკეთესო პერიოდი არის ადრიანი დილა, უფრო ზუსტად კი დილის რვის ნახევარი. გაღვიძებიდან 45 წუთის შემდეგ ადამიანის სხეულს ყველაზე მეტი ენერგია აქვს საიმისოდ, რათა სექსი დაუვიწყარი გახდეს. თუ დილაობით ასე ადრიანად ვერ იღვიძებთ, შეგიძლიათ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობა მოგვიანებითაც სცადოთ. მთავარი პრინციპი ისაა, რომ ორგანიზმი მაქსიმალურად იყოს დასვენებული. საღამოობით, როცა ადამიანი დაღლილია, თუ საერთოდ რამე მოახერხეთ, სექსი უფერული და უღიმღამო გამოვა, რაც საბოლოოდ პარტნიორთან დაშორების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.



ამგვარად, დაგეგმეთ სექსი დილით და რამდენიმე ხნის შემდეგ თავად დარწმუნდებით, თუ რა კარგი არჩევანი გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ, თითქოს პარტნიორს არ მოსწონხართ და ამიტომ არის თქვენი სექსი ასეთი ცუდი. იქნებ, თქვენი პარტნიორი უბრალოდ დაღლილია? გახსოვდეთ, რომ ყველაზე მარტივი პასუხები ხშირად ყველაზე სწორი პასუხებია.


სექსი

0
339
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0