x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
გერმანიაში პირველად მსოფლიოში ელექტრომობილების დასამუხტ გზას დააგებენ
image


ისრაელის კომპანია Electreon, რომელიც სპეციალიზირებულია გზებზე უსადენო ელექტრო მანქანების (EV) დატენვის ტექნოლოგიაში კომერციული და სამგზავრო ელექტრო მანქანებისთვის, გამოიყენებს თავის ტექნოლოგიას პირველად ისტორიაში გერმანიის გზებზე, რა დროსაც ავტომობილი გზაზე მოძრაობის დროს დაიტენება.


Electreon განათავსებს ელექტრო საგზაო სისტემას (ERS)1 კმ გზის მონაკვეთზე, ასევე ორ სტატიკური დამტენის სადგურს. ადგილმდებაროება განისაზღვრება ავტობუსის მარშრუტის მიხედვით და სადაც ჩერდება ავტობუსი, განრიგის მიხედვით.


ტექნოლოგია ქალაქ ბალინგენში ორ ეტაპად განვითარდება. პირველ ეტაპზე განთავსდება 400 მეტრიანი ტრასა ორი სტაციონარული დამტენი სადგურით. მეორე ეტაპზე ელექტრო გზა კიდევ 600 მეტრით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში გზაზე მოძრობის დროს დაიმუხტება საზოგადოებრივი ელექტრო ავტობუსი.



პროექტი Balingen მოჰყვება Electreon-ის ტექნოლოგიით წარმატებულ საპილოტე პროექტს ქალაქ კარლსრუეში EnBW-თან პარტნიორობით. EnBW სასწავლო ცენტრში დამონტაჟდა ელექტრიფიცირებული გზა, რომელიც ამუშავებს ადგილობრივ საზოგადოებრივ ავტობუსს.

image

უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ახალ ტექნოლოგიას ელექტრომანქანების დამუხტვა ორგვარად შეეძლება: დინამიკურ და სტატიკურ მდგომარეობაში. თუ აქამდე EV-ების მფლობელებს კონკრეტული სივრცეების ძებნა უწევდათ მანქანის დასამუხტად, ახლა ეს გზა ამ პრობლემას ხსნის – ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც უფრო დიდხანს უზრუნველყოფს, დამუხტვის პროცესი კი სრულიად უსაფრთხო და ძალიან სწრაფია.



„ბალინგენში ჩატარებული პროექტი აჩვენებს, თუ გერმანიაში რამდენად ინოვაციური და თანმიმდევრული ვართ ელექტრომობილობის პოპულარიზაციაში “, - თქვა დოქტორმა მაქსიმილიან არნოლდმა, რომელიც კურირებს პროექტს EnBW-ის კვლევით განყოფილებაში.


„პროექტი აჩვენებს, რომ ინოვაციურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ გერმანიაში ელექტრომობილების წახალისებაზე. ჩვენ ჰოლისტური მიდგომა გვაქვს და გვსურს, უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია გერმანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვარგოთ“-აღმიშნა მან.



3
681
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
681
  
2023, 20 იანვარი, 22:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 6 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3