x
image
ირინა მ.
ვიდეოზე, რომელიც მეთევზემ გადაიღო (ბრაზილია), ზღვის უცნაური არსებაა დაფიქსირებული

image


ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც ამოუცნობი ზღვის არსება ჩანს, ინტერნეტის მომხმარებლებლებში დაბნეულობა გამოიწვია. უცნობმა მეთევზემ რიუ-გრანდ-დუსულის სანაპიროსთან (ბრაზილიის სამხრეთ შტატი) შიშისმომგვრელი კადრები გადაიღო (იხილეთ ქვემოთ).

ვიდეოზე, რომელიც ღამით არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ მოძრაობს მეთევზე მოტორიანი ნავით დიდი სიჩქარით, უკან კი მუქი შეფერილობის, დიდი არსება მოსდევს მანათობელი თვალებით. სოციალური ქსელების ზოგი მომხმარებელი თვლის, რომ ვიდეო ფეიკია, არსება კი კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობითაა შექმნილი. სხვები ფიქრობენ, რომ არის მიზეზი, რის გამოც დაედევნა მეთევზეს აღნიშნული არსება.


image

image


პედრო ენრიკე ტუნეს პერეირა, ბრაზილიის სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ეროვნული საბჭოს ექსპერტი, თვლის, რომ მეთევზეს სავარაუდოდ ზღვის ლომი დაედევნა. "თუმცა ეს სცენა შეიძლება საშიშად გამოიყურება-მამაკაცს არაფერი ემუქრებოდა. ეს უცნაური ზღვის არსება, რომელიც ღამის წყვდიადში ურჩხულს ჰგავს, სინამდვილეში ფარფლფეხიანია-ზღვის ლომი ან სელაპი. შტატში ამ ცხოველების შვიდი სახეობა ბინადრობს, მათ შორის ზოგიერთი დიდი ზომისაა და საშიში გარეგნობა აქვს, როგორიცაა მაგალითად, ზღვის ლეოპარდი. ის სიგრძით ოთხი მეტრია, დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ამ რეგიონში და შესაძლოა ვიდეოკამერამ სწორედ ის დააფიქსირა. ფარფლფეხიანები ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან და ხშირად ედევნებიან ნავებს, განსაკუთრებით ღამით-ამბობს პერეირა. ასევე ფარფლფეხიანების თვალები სიბნელეში ნამდვილად ანათებენ.


image


ამ განმარტებამ ყველა არ დააკმაყოფილა. მომხმარებლების ნაწილი უცნაურად თვლის, რომ სელაპი (ან ზღვის ლომი) გამუდმებით მისდევს ნავს, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობს, ასევე ის წყლიდან როგორც დელფინი ხტება, და არა როგორც ფარფლფეხიანი.

იხილეთ შემდეგი სტატიები:







16 შემაშფოთებელი ფოტო-სინამდვილეში საშიში აქ არაფერია


image


ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


ოთხი გაუგონარი ფაქტი კაცობრიობის ისტორიიდან

image


არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


image






გილოცავთ შობა-ახალ წელს!!!








0
579
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
579