x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
პროექტი, რომელმაც ცნობილი თურქული სამშენებლო კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა
image უამრავი სამშენებლო კომპანია, ცნობილი თუ უცნობი გაუკოტრებია ან გაკოტრებამდე მიუყვანია ცუდად შედგენილ გრანდიოზულ პროექტს.


ნებისმიერ პროექტს მის განხორციელებამდე ჭირდება გათვლების გაკეთება, ზედმიწევნით სწორი მენეჯმენტი და გასავლის და შემოსავლის მაქსიმალური შეჯერება.


თურაქეთში ერთერთმა უკვე გაკოტრებულმა კომპანიამ, რომლის სახელი გაკოტრების გამო არ გახმაურებულა გადაწყვიტა ქუვეითის, ყატარის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეძლებული მოქალაქეებისათვის შეეთავაზებინა სახლები საკმაოდ მაღალ ფასად, მაგრამ ძალიან ლამაზ ადგილას.
სადღეისოდ დაბას, "დაბა მოჩვენებას" უწოდებენ რადგან ადამიანის ჭაჭანება არაა მანდ.


თავად დაბას კი "Burj Al Babas"-ი შეარქვეს ოფიციალურად აღებული ნებართვით პროექტის ავტორებმა.



პროექტის ავტორმა კომპანიამ მოასწრო და ააშენა 587 ბეტონის ფრანგული სტილის ციხესიმაგრე. თითოეული მათგანი წარმოადგენს სამ სართულიან კოტეჟს ორი კოშკით, თავად ვილა გაშენებულია ტერიტორიაზე რომლის მოცულობა 320 კვადრატულ მეტრზე.


დაბაში უნდა ყოფილიყო აუზების ნთელი კასკადი, თურქული აბანოები. საილამაზის სალონები, ფიტნეს დარბაზები, სავაჭრო ცენტრები და მეჩეთი.


მშენებლობა დაიწყო 2014 წელს. საუდის არაბეთის, ყატარის, ქუვეითის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეძლებულმა მოქალაქეებმა შეისყიდეს 350 ვილა. თუმცა მალევე კონტრაქტი გაწყვეტილ იქნა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დავარდნის გამო, ვილების მფლობელებმ კონტრაქტის შესაბამისად ეტაპობრივად ფულის დროული გადახდა ვერ შესძლეს და იძულებული გახდნენ კონტრაქტის დარღვევის გამო ვილები სამშენებლო კომპანიებისთვის დაებრუნებინათ, იმ პირობით თუ სამშენებლო კომპანია მათ კონტრაქტის დარღვევისათვის პირისსაგამტეხლოს არ მოსთხოვდა.
როცა სამშენებლო კომპანიის ხარჯებმა კოლოსალურ თანხებს მიაღწია ხოლო შემოსავალი პრაქტიკულად არ იყო, კომპანიამ იძულებითი წესით შაჩერა მშენებლობები.


კომპანიამ კოლოსალური ზარალი ნახა, რაც უზარმაზარი კომპანიისთვისაც კი დამღუპველი აღმოჩნდა და სამშენებლო კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.


"Burj Al Babas"-ი მდებარეობს ქალაქ მუდურბისთან ახლოს, სტამბულ-ანკარას გზაზე და სადღეისოდ ტურისტული მარსუტის შემადგენელი ნაწილია, დაბაზე კონტროლი სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, მაგრამ ფინანსური წინსვლა ჯერჯერობით არ ჩანს.
imageimageimageimageimage




0
687
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
687