x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უკრაინული არტილერიის დარტყმის შედეგად რუსულ, თვითმავალ ნაღმსატყორცნს 2С4 "Тюльпан"-ს ცეცხლი გაუჩნდა
image მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საბჭოთა კავშირში, არტილერიას და ავიაციას ზედმეტსახელებს არქმევდნენ და არქმევენ დღემდე.


ამერიკაში ვერტმფრენებს ინდიელი ტომების სახელებს არქმევდნენ-"აპაჩი", "იროკეზი", "ჩინუკი", თვით ცნობილი ამერიკული რაკეტაც ინდიელების საბრძოლო იარაღის "ტომაჰავკის" სახელს ატარებს.


საბჭოთა კავშირში დამრტყმელ ვერტმფრენს მი 24-ს დღემდე "ნიანგს" ეძახიან, მოიერიშე თვითმფრინავს სუ 25-ს კი "გრაჩს".


შორსმსროლელ, მსხვილკალიბრიან თვითმავალ საარტილერიო სისტემას "პიონი" ჰქვია, ასევეა თვითმავალი ჰაუბიცა "აკაცია", ასევეა "ნონა", ასევე თვითმავალი ნაღმსატყორცნი 2С4 "Тюльпан".



საბჭოთა წარმოების საარტილერიო სისტემებს უკრაინაში აქტიურად იყენებენ რუსი ოკუპანტები და დანაკარგებიც სერიოზული აქვთ.


ამჯერად უკრაინული არტილერიის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსულ თვითმავალ ნაღმსატყორცნს 2С4 "Тюльпан"-ს, ეკიპაჟმა ტექნიკა არ დატოვა რადგან თვითმავალ ნაღმსატყორცნს საბრძოლო მარაგი გამოლეული ჰქონდა და დეტონაციის საფრთხე არ იყო, თუმცა იყო საფრთხე საწვავის ავზები აფეთქებულიყო, ეკიპაჟმა ცეცხლმქრობებით ვერ მოახერხა ხანძრის ჩაქრობა და დასახმარებლად სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.


მართალია რუსმა პროპაგანდისტმა და სამხედრო კორესპონდენტმა პეგოვმა დაწერა ტექნიკა სრულად იყო საბრძოლო მარაგით სავსეო, მაგრამ საეჭვოა თუ კადრებს კარგად დააკვირდებით, რადგან ტექნიკის შიგთავსში ხანძარი მძვინვარებს და გამორიცხულია საბრძოლო მარაგის დეტონაცია არ მომხდარიყო.


ვიდეოს ადევს ცენზურა, ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ "Посмотреть на YouTube".


0
133
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
133