x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში 4 სტუდენტის მკვლელი დააკავეს
image

ამერიკაში დააკავეს ასპირანტი, რომელიც 4 სტუდენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.


აიდაჰოს პოლიცია აცხადებს, რომ ისინი ჯერ კიდევ ეძებენ მკვლელობის იარაღს, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა ოთხი სტუდენტის მოსაკლავად.


28 წლის ბრაიან კრისტოფერ კობერგერს ბრალი წაუყენეს ოთხი პუნქტით პირველი ხარისხის მკვლელობისა და ერთი პუნქტით ქურდობისთვის, რომელიც მან ჩაიდინა აიდაჰოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ.



მოსკოვის პოლიციის უფროსმა ჯეიმს ფრაიმ დასძინა, რომ კობერგერი სპეცრაზმმა დააკავა ოლბრაითსვილში, (შტატი პენსილვანია), პარასკევს დილის 3 საათზე.მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


მოსკოვის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ვებგვერდის საშუალებით მიიღეს 13000-ზე მეტი ელექტრონული წერილი და 6000 სატელეფონო შეტყობინება . გამოძიების ფარგლებში 300-ზე მეტი დაკითხვა ჩატარდა.


შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, ჩრდილოეთ აიდაჰოს შტატის ქალა მოსკოვში, საერთო საცხოვრებელში სასტიკად იქნა მოკლული ოთხი სტუდენტი:ეთანი 20-ის, მედისონი 21-ის, ქსანა 20 -ის და კეილი 21 წლის, ოთხივე აიდაჰოს უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. მათ თავს დაესხნენ თავს დილის 3-დან 4 საათამდე და სასტიკად გაუსწორდნენ.(იხილე სტატია)

image

გამომძიებლები მანამდე ადრე ეძებდნენ თეთრ ავტომობილს Hyundai Elantra-ს, დადგინდა, რომ 13 ნოემბერს მკვლელობის ღამეს, დანაშაულის ადგილის სიახლოვეს იყო.

NBC News-ის ცნობით, პოლიციამ პენსილვანიის სახლში, სადაც კობერგერი დააკავეს, თეთრი Hyundai Elantra-ს კონსფიკაცია მოახდინა






2
222
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
2023, 6 იანვარი, 23:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2