x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ექიმო, რომელ სამ ასოზე გააგზავნეთ პაციენტი?" - ექიმების საახალწლო კურიოზები
image

"სასწრაფო დახმარებაში რომ ვმუშაობდი, ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ სანატორიუმში გამოგვიძახეს. აღმოჩნდა, რომ ერთმა, როგორც თავად განაცხადა, "ბიჭმა" (78 წლის, ორი გადატანილი ინფარქტი, გულის კუნთის კუმშვადობა - ორმოცდაათი პროცენტით დაქვეითებული) ას ორმოცდაათი გრამი შამპანური დალია, მეგობარ "გოგონასთან" (71 წლის) იცეკვა, მის გამო "ვიღაც ცხვირმოუხოცავს" (68 წლის) ეჩხუბა, გაბრაზდა, სააქტო დარბაზიდან გავარდა და... სამ ნაბიჯზე გული ცუდად გაუხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დიაგნოზი - "ნამდვილი მამაკაცი!"(მარიამ ნაზღაიძე თერაპევტი)




"რას არ ჩაადენინებს კაცს ალკოჰოლი... ახალი წელია, ღამის სამი საათი. სიმთვრალემ პიკს მიაღწია. ერთ-ერთმა სტუმარმა სახლში წასვლა აიკვიატა. მეგობარმა მისი გაცილება გადაწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამცილებელი დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა - მეგობარი ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და სახლისკენ გაამგზავრა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ "გამგზავრებულმა" კარზე დააკაკუნა... როგორც ჯვარედინი დაკითხვის შედეგად გაირკვა, ის ლიფტში (!) ჩაუსვამთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯერ სარდაფში უბორიალია, მერე კი მეთერთმეტე სართულზე ფეხით ამოსულა. ერთადერთი კითხვაღა დარჩა პასუხგაუცემელი: ვის გადაუხადეს ფული?(გიორგი ცაბაძე, ნარკოლოგი)


რუსეთში ვსწავლობდი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რაიონში, ერთ პატარა პოლიკლინიკაში გამანაწილეს. ახალი წლის დღეებში მიღებაზე 15 წლის ორსული გოგონა მოვიდა. გავსინჯე და გულის გამოსაკვლევად გავგზავნე. არ ამიხსნია, ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) რა იყო, უბრალოდ ვუთხარი: "კაბინეტის კარზე წარწერაა: "ეკგ"; შეხვალთ და იქ გამოგიკვლევენ-მეთქი. თითქმის მთელი საათი არ გამოჩენილა. ის-ის იყო, ნერვიულობა უნდა დავიწყო, რომ კაბინეტის კარი იღება და ეს გოგონა ექთანს შემოჰყავს სიტყვებით: "ექიმო, რომელ სამ ასოზე გააგზავნეთ პაციენტი და ეს რატომ უნდა ეწეროს მაინცდამაინც კარზე?" აღმოჩნდა, რომ მომავალ დედას აბრევიატურა დავიწყებია; ჩემთან დაბრუნებისა მოერიდა თუ რა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ მთელი საათი დადიოდა დერეფანში და მედპერსონალს ეკითხებოდა, სად იყო კარი, რომელზეც მისთვის საჭირო სამი ასო ეწერა.



იმ რაიონში ქირურგიული პროფილის ექიმი მხოლოდ მე ვიყავი. სწორედ იმ დროიდან მომყვება შამპანურისადმი ზიზღი. ერთ ახალი წლის ღამეს, - თორმეტამდე ნახევარი საათი თუ იქნებოდა დარჩენილი, - ექთნებმა ჩემს ოთახში სიმბოლური სუფრა გაშალეს და მაინცდამაინც მაშინ გამომიძახეს მიმღებ განყოფილებაში: სასწრაფოს ვიღაც მამაკაცი მოეყვანა, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე ვერ მოეთმინა და შამპანურითა და ლუდით გამომთვრალიყო. შედეგი - ქრონიკული გასტრიტის გამწვავება. როცა მიმღებში ჩავედი, ჩვენი პაციენტი, შამპანურის ბოთლით ხელში, რომლის წართმევაც ვერავინ მოახერა, გაქცევას აპირებდა. მოახერხა კიდეც, მაგრამ მალე დავიჭირეთ და ძლივს შევათრიეთ გასასინჯ ოთახში. სწორედ იმ დროს მედდამ ტელევიზორს აუწია, რომ საახალწლო კურანტების რეკვა არ გამოგვრჩენოდა. გასინჯვის დროს პაციენტმა შამპანურის ბოთლიდან შუშხუნა ღვინო მოსვა და ზუსტად ხუთ წამში საახალწლო კურანტების აკომპანემენტის თანხლებით თავისი კუჭის შიგთავსით თავიდან ბოლომდე ამომსვარა... მორიგეობის დამთავრებამდე პაციენტებს ქალის სამედიცინო ხალათში ვიღებდი, რომელიც მარცხნივ იკვრებოდა, ორი ზომით პატარა მქონდა და მკერდზე "ვიტიჩკებით" იწონებდა თავს.(დავით კალატოზიშვილი, მეან-გინეკოლოგი)



- თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს. მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა იყო. თოვ­და. მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლებს საც­ვლე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი სა­დარ­ბა­ზოს­თან დახ­ვდ­ათ. ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ძირს ეგდო და სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ხალ­ხი გარს ეხ­ვია და იმის გარ­კვე­ვას ცდი­ლობ­დნენ, ვინ იყო, რა­ტომ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა?.. მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ბიჭი საყ­ვა­რელ­თან იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ოჯა­ხის უფ­რო­სი დაბ­რუნ­და და შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სი­ცი­ვე­ში აი­ვან­ზე გა­სუ­ლი­ყო. თურ­მე, მე­ზობ­ლის აი­ვან­ზე გა­დას­ვლა სცა­და, ამ დროს ფეხი და­უც­და და მე­ო­თხე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ კარ­გა ხანს კი მკურ­ნა­ლობ­და.(საწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი მაკა)



image

1
251
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
2022, 31 დეკემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1