ფეხბურთი პელე და ქართველები - ორი ფოტოს ისტორია 2022, 30 დეკემბერი, 14:13 ![]() პელე და კახი კავსაძე:1991 წელს გამოვიდა მიხეილ ჭიაურელის ფილმი ფილმი "მე, პელეს ნათლია! ფილმის გმირი ჩვეულებრივი საბჭოთა ინკასატორია, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში, ჯამაგირი არ ჰყოფნის, მაცივარი გაფუჭებული აქვს, ტელევიზორი ხან უჩვენებს, ხან - არა... და აი, ამ ნაცრისფერი ცხოვრების გასაფერადებლად ვარდისფერ ისტორიებს იგონებს, რომ თითქოს პელეს ნათლიაა. ეს როგორო, რომ ეკითხებიან, ისიც განმარტავს, - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ბრაზილიაში რომ იყო გასტროლზე, რიოში პელეს მამა, დონ დიონიო გავიცანი. ერთხელ ელექტროგაყვანილობის შეკეთებაში დავეხმარე და მას შემდეგ ისე დავახლოვდით, რომ შვილიც მოვუნათლეო. ფილმში აუცილებელი იყო თავად პელეს კადრებში მოხვედრა, გადამღები ჯგუფი 1989 წელს ჩაფრინდა ბრაზილიაში, რიოს კარნავალის დროს, თუმცა პელეს გადაღება მხოლოდ იტალიაში მოხერხდა, მის 50 წლის იუბილეზე: "პელემ არ იცოდა რომ უღებდნენ იმ პერიოდში ისეთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მისი გადაღება რომ მოგენდომებინა, 100 ათასი დოლარი მაინც უნდა გადაგეხადა. ასე რომ, ჩვენი მიზნის გამჟღავნება არ შეიძლებოდა. კახი ეუბნებოდა, ოპერის მომღერალი ვარ, მიღებენ, შენი ფანი ვარ და მამაშენსაც ვიცნობდიო. ისე ჩანდა, თითქოს საოჯახოდ სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით და არა ფილმს. დღემდე არ იცის პელემ, საქართველოში ნათლია რომ ჰყავს."-ასე იხსენებს პელეს გადაღების ეპიზოდს ფილმის რეჟისორი "კვირის პალიტრასთან" ![]() ქართველი ფეხბურთელები და პელე-1965 წელს საბჭოთა კავშირი "მარაკანას" სტადიონზე შეხვდა ბრაზილიის ნაკრებს, ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.საბჭოთა ნაკრებში 5 ქართველი თამაშობდა, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი და მურთაზ ხურცილავა, ქვემოთ მოცემულ პელესთან ერთად გადაღებულ ფოტოს მხოლოდ ერთი ქართველი-მურთაზ ხურცილავა აკლია, რომელიც მეორე ტაიმში გამოვიდა. ![]() 344 3-ს მოსწონს
|