x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სამანტა შვებლინი - უსაფრთხო მანძილი
თანამედროვე არგენტინელმა მწერალმა, სამანტა შვებლინმა, „უსაფრთხო მანძილი“ 2014 წელს გამოსცა და არა მარტო სამშობლოში, არამედ მის გარეთაც მოიპოვა პოპულარობა. მწერლის მიზანი რომანის დაწერისას საკუთარი სამშობლოს მძიმე ყოფის აღწერა იყო. კერძოდ, მას უნდოდა შეხებოდა გარემოს დაბინძურების პრობლემას, რომელიც უამრავი არგენტინელი მოქალაქის მოწამვლისა თუ სულაც გარდაცვალების მიზეზი ხდებ(ოდ)ა. სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული ნაწარმოების ემოციურობა, რაც მას რთულად საკითხავს ხდის.

მართალია წიგნი მთავარი გმირის, ამანდასა და მისი შვილის, ნინას შესახებ გვიყვება, თუმცა ერთგვარ მთხრობელებად ამანდა და დევიდი წარმოგვიდგებიან. მათი დიალოგი, რომელიც უმეტესწილად მონოგს წააგავს, ამანდას ყოფა-ცხოვრების გარჩევასა და გააანალიზებას შეეხება.


მიუხედავად იმისა, რომ რომანი მაინც და მაინც სქელტანიანი არაა, დიდი მორალური გავლენის მოხდენა შეუძლია მკითხველზე. სწორედ ამ მიზეზისა და რთულად გასაანალიზებელი კონტექსტის გამოა, რომ ბევრისგან მოულოდნელად, ტექსტი სწრაფად არ იკითხება. გვერდების რაოდენობის სიმცირის გამო, “უსაფრთხო მანძილი” იმ სხვა წიგნების სიას უერთდება, რომელშიც მკითხველი კითხვის პროცესში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემასა და ეგოს დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.



image

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0