x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
15 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმების გადაღებების შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გექნებათ

ფილმის წარმოება რთული და ხანგრძლივი პროცესია. მაყურებელი ხედავს საბოლოო სურათს და ვერც კი წარმოიდგენს, რა შეიძლება დარჩეს კულისებში. ხანდახან მსახიობები იმპროვიზაციას აკეთებენ და ეს მომენტები ფილმში რჩება. ან გადამღები ჯგუფი პოულობს არაორდინალურ გზებს სრულყოფილი სცენის გადასაღებად.

1. ფილმში “ქალი საოცრება" ზოგიერთ სცენაში გალ გადოტი სარბენ ბილიკზე დარბოდა სპორტულ ფეხსაცმელებით, რომლებიც CGI მონტაჟის დროს ჩექმებით შეიცვალა.image

2. ფილმის "კივილის" გადასაღებ მოედანზე მართლაც დარეკეს სამაშველო სამსახურში. საქმე იმაშია, რომ ელექტროენერგიის გაზრდის გამო, ქონების მესაკუთრემ სატელეფონო ხაზი ქსელიდან ვერ გათიშა. გუნდმა გადაიღო რამდენიმე სცენა, სადაც გმირმა აკრიფა ნომერი და უბრალოდ ყვიროდა ტელეფონში. შემდეგ კინორეჟისორებს სამაშველო სამსახურიდან დაურეკეს და ახსნა მოსთხოვეს.image

3. ნიკოლ კიდმანის ყელსაბამი ფილმში "მულენ რუჟი!" ძალიან ძვირადღირებულია. ყელსაბამი ხელნაკეთი იყო სპეციალურად გადაღებისთვის და შეიცავს 1000-ზე მეტ ბრილიანტს. ყელსაბამი ამჟამად 2, 5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.image

4. Wonder Woman-ის შოპინგის სცენა გადაიღეს იმავე ადგილას, სადაც გრინგოტსის ბანკი იყო ჰარი პოტერის ფილმებში.image

5. კრის ჰემსვორტის დედა და ძმა ასევე მონაწილეობდნენ ფილმ "თორის" ქასთინგში. ქასთინგის შემდეგ კრისს არ დაურეკეს. მოგვიანებით მისმა უმცროსმა ძმამ, ლიამმაც გაიარა ქასთინგი თორის როლზე, მისი აყვანაც კი სურდათ როლზე. მაგრამ კრისის მენეჯერმა იმდენი შეძლო, რომ თავისი კლიენტი ხელმეორედ დაიბარეს ქასტინგზე. მსახიობის დედა კი ეხმარებოდა დიალოგის წაკითხვაში.image

6. რეჟისორმა ალფონსო კუარონმა მექსიკური გავლენა მოახდინა ჰარი პოტერზე და აზკაბანის ტყვეზე. ფილმის დეკორაციაში მან დაამატა თავის ქალა და არწივი, რომელიც გველს კბენს - მექსიკის სიმბოლოები. რეჟისორი ასევე ხუმრობს, რომ ზოგიერთი სცენა ასე კარგად გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან კარგად არ იცოდა ინგლისური და მსახიობებმა ყველაფერი თავად გააკეთეს. გადაღებების ბოლოს, ახალგაზრდა მსახიობებმა ესპანურად საკმაოდ ბევრი გინებაც ისწავლეს.image

7. სცენა ფილმიდან “ჯენტლმენები უპირატესობას ქერებს ანიჭებენ", სადაც დოროთი აუზში ვარდება, უბედური შემთხვევა იყო. ჯეინ რასელი აუზისკენ გადაიხარა, ერთ-ერთმა მოცეკვავემ შემთხვევით თავში დაარტყა და მსახიობი წყალში ჩავარდა. რეჟისორი დაფიქრდა და გადაწყვიტა ეს სცენა ფილმში დაეტოვებინა.image

8. დევიდ შვიმერმა სერიალ “მეგობრები"-ს სეზონის ფინალის დასასრული შემთხვევით მოიფიქრა. სერიალის შემქმნელებმა არ იცოდნენ როგორ დაემთავრებინათ სეზონი, სადაც როსი ემილიზე უნდა დაქორწინებულიყო. მათ სურდათ, რომ ქორწილი არასწორად წასულიყო, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ წარმოედგინათ. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დევიდ შვიმერმა შემთხვევით თქვა, ნაცვლად იმისა, რომ "ემილი, ტაქსი მოვიდა", თქვა: "რეიჩელ, ტაქსი მოვიდა". და გუნდს ეჭვი არ ეპარებოდა, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო როსისა და ემილის ქორწილი.image

9. მაკენზი ფოი ბინდის გადაღებების დროს “ცუდი სიტყვების გამო" გადამღები ჯგუფისგან ფულს აგროოვებდა. ქილაში მსახიობებსაც მოუწიათ ფულის ჩადება.image

10. წიგნის „ოზის ჯადოქარი“ ავტორის ქურთუკი უცნაურად მოხვდა ფილმის გადასაღებ მოედანზე. პროფესორის ქურთუკი ფილმიდან "ოზის ჯადოქარი" მეორეულ ბაზარზე იპოვეს. მსახიობმა ფრენკ მორგანმა შიგნით ჯიბე ამოატრიალა და შიგნით დაინახა წარწერა „ფრენკ ბაუმი“ (წიგნის ავტორი). მოგვიანებით მწერლის მკერავმა დაადასტურა, რომ ეს ქურთუკი მისთვის გააკეთა. მართალია, ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამ ამბავს და მას საჯაროობის ხრიკად მიიჩნევს.image

11. ფილმში “ნათლია" თავდაპირველად ეს სცენა ყოველგვარი ცხოველების გარეშე იყო. მაგრამ რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ სტუდიაში დაინახა მაწანწალა კატა, ჩუმად მოათავსა მარლონ ბრანდოს კალთაზე და დაიწყო გადაღება. მაგრამ ამას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. - გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატა ისე ხმამაღლა კნაოდა, რომ პერსონაჟის ხმა დაახშო. ისინი ცალკე უნდა გადაეწერათ.image

12. ოდრი ტატუმ არ იცოდა წყალში ქვების ჩაგდება, ამიტომ ამ სცენისთვის გამოიყენეს სპეციალური ეფექტები ფილმში “ამელი'.image

13. შეილინ ვუდლიმ გრძელი თმა შეიჭრა ფილმისთვის "ვარსკვლავების ბრალია".

მსახიობმა თმის დაახლოებით 90% შეიჭრა და გადასცა ორგანიზაციას, რომელიც ავადმყოფობის შედეგად თმა დაკარგულ ბავშვებს პარიკებს ამზადებს.

მაგრამ შეილინი არც ამით გაჩერებულა - მან მთელი კამპანია წამოიწყო და თაყვანისმცემლებსაც იგივე მოუწოდა. image

14. ნატალი პორტმანი არა მხოლოდ ჯიუტად ვარჯიშობდა “შავი გედი"-ს ნინას როლისთვის, არამედ ამ გაკვეთილების საფასურიც საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა, სანამ სპონსორები იპოვეს.image

15. რენირას შემსრულებელ მსახიობებს „დრაკონის სახლის“ გადაღებამდე არ მიეცათ კომუნიკაციის უფლება. მილი ალკოკი თვლის, რომს აზრით, რეჟისორი შისობდა, რომ ისინი ერთმანეთს მიბაძავდნენ.image

0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0