x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ფინაჩები და ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეები არიან" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს "ფინაჩებს" და "ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეებს" უწოდებს:


"ანუ თუ მიშას შეიწყალებს ქვეყნის მოღალატე რეჟიმი აღარ იქნებაო.

ოღონდ მიშა შეიწყალოს და პრეტენზია ამ ხელისუფლებასთან აღარ მექნებაო.

მეგობრებო, ვინც არ უნდა შეიწყალოს სალომემ ან ბიძინამ, მისი და მისი რეჟიმის ამოძირკვა უპირველეს ეროვნულ ამოცანად დარჩება!

ნაცები არიან ფინაჩები და ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეები."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, გიორგი მუმლაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში მზადაა ბიძინა ივანიშვილისგან ის ფიზიკურად დაიცვას:


"სალომე ზურაბიშვილს ერთი ხელის მოწერით შეუძლია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, რითიც, ერთი მხრივ გადარჩება მიშას სიცოცხლე, მეორე მხრივ კი ჩვენი შვილების დემოკრატიული მომავალი. ამიტომ, ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ და ყველგან და ყველასთან მივალთ, ვისაც ხელეწიფება, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი შეასრულოს. მინდა, აქვე აღვნიშნო - სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ბრიფინგზე რაც თქვა.


ის ქართული ოცნების მხრიდან შანტაჟსა და დაშინებას განიცდის. კონკრეტული პირები პირდაპირ მიუთითა, ხომ. ზურაბიშვილს პირდაპირ მივმართავ - თუ ის ამ ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენი განსხვავებულობისა და იმ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, რაც აქამდე გამომივლენია, მე ჩემს მეგობრებთან ერთად პირად წყენებს გადავდებ და თუ საჭიროა, მას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გიენებისგან ფიზიკურად დავიცავ.


ეს არის ჩვენი განცხადება. იმიტომ, რომ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენები." - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.







0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
281