x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"კარგი იქნება, თუ იდეოლოგიური ომი, რომელიც რუსეთთან გვაქვს, წარსულს ჩაბარდება" - ჩაპლინის შვილიშვილი
image

დიდი ამერიკელი კომიკოსის, გამოჩენილი კინომსახიობისა და რეჟისორის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილმა, უნა ჩაპლინმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება რუსების მარადიულ იმიჯს კინოში, რომლებიც მუდამ "ცუდ ბიჭებად "არიან გამოყვანილები.


იგი თვლის, რომ ამ გზით „რუსეთთან იდეოლოგიური ომი“ მიმდინარეობს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნა ჩაპლინი, რომელმაც ბაბუის მსგავსად, ცხოვრება კინოს დაუკავშირა.


ჩაპლინმა ეს განცხადება ინტერვიუს დროს გაკეთდა, სადაც იგი ახლად გამოსულ სერიალ "ღალატის" შესახებ საუბრობდა. ამ სურათში უნამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა - იგი ბრიტანული დაზვერვის აგენტის ცოლის როლს თამაშობს, რომელსაც საიდუმლო რომანი აქვს რუს ჯაშუშთან, წერს The Independent-ი.


image

- ძალიან დავიღალე იმით, რომ რუსები ცუდები არიან... ვინმეს შეუძლია მოიფიქროს უკეთესი სტერეოტიპი, რაზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ? - მან თქვა.


ჩაპლინმა ასევე განაცხადა, რომ "ღალატის" რეჟისორები და პროდიუსერები თავიდან საერთოდ არ ფიქრობდნენ სერიალის სცენარში "რუსულ" კვალზე.მათ დაამატეს "რუსი" ბოროტმოქმედები უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, ფილმის შემქმნელების აზრით ეს ფილმს უფრო ნახვადს გახდიდა.


მან შეაფასა გადაღებების დროს მომხდარი ცვლილებები: „უბრალოდ გაზარდეს ფსონები... კარგი იქნება, თუ იდეოლოგიური ომი, რომელსაც ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ, წარსულს ჩაბარდება“.-აღნიშნა დიდი ჩარლის შვილიშვილმა.


უნა ჩაპლინი(დედის გვარზეა, მამის გვარი კასტილიო ) ჩარლი ჩაპლინის და მისი უკანასკნელი ცოლის უნა ონილის შვილიშვილი და მსახიონ ჯერალდინა ჩაპლინის ქალიშვილია, გოგონას ბებიის სახელი დაარქვეს.


მისი სამსახიობო კარიერა 2007 წელს დაიწყო სერიალ Ghosts-ში მთავარი როლით. 2011-2012 წლებში ითამაშა სერიალში "საათი".


2012 წლიდან 2013 წლამდე მან ითამაშა ტალიზა მეიგირ სტარკი სერიალში "სატახტოთა თამაში".


2014 წელს ის იყო ნომინირებული კინომსახიობთა გილდიის პრემიაზე დრამატულ სერიალში საუკეთესო როლისთვის.


2024 წელს გამოვა ფილმი „ავატარი 3“, სადაც იგი ვარანგის როლს შეასრულებს.

0
164
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0