x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 დეტალი ცნობილი ფილმებიდან და ანიმაციებიდან, რომლებსაც ყურადღება არ მივაქციეთ და ძალიანაც ვინანეთ

კინორეჟისორებს უყვართ მაყურებლისთვის მცირე შეტყობინებების დატოვება თავიანთ ფილმებში მცირე დეტალების დამატებით. მათ შეუძლიათ მთელი ამბავი დამალონ ფონზე ან პერსონაჟის სიტყვები სხვა კუთხით გადაიტანონ. წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ შემთხვევებს, როდესაც რეჟისორებს რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურდათ, ჩვენ კი ვერც კი მივხვდით:

1. Knives Out 2019

Knives Out-ში რენსომს აცვია სვიტერი დახეული საყელოთი და რამდენიმე ნახვრეტით. კოსტიუმების დიზაინერმა დაამატა ეს დეტალი, რათა ეჩვენებინა რანსომის გულგრილობა მისი მდგომარეობის მიმართ და მისი უპატივცემულობა მისი ოჯახის მიმართ.image

2. ჰარი პოტერი და ნახევარ-პრინცი

საგის ამ ნაწილში გაზეთში წაიკითხავთ, რომ ჯადოქარი, სახელად ამელია ბონსი, საკუთარ სახლში გარდაცვლიილი იპოვეს. ეს იყო იგივე ჯადოქარი, რომელმაც ჰარი სასამართლოში დაიცვა მეხუთე ნაწილში.image

3. ჩიპები და დეილი სამაშველო რეინჯერები (2022)

ანიმაციაში ხედავთ, რომ სახლის ელფი დობი გახდა მოდელი Gucci-სთვის ჰარი პოტერის ფრენჩაიზის დასრულების შემდეგ.image

4. ვწითლდები (2022)

მულტფილმში გოგონებს ხელებზე პლასტირი უკეთიათ, ეს არის საინფუზიო სისტემა ინსულინის ადმინისტრირებისთვის 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. სიუზან ფონგს, ფილმის ტექნიკურ ზედამხედველს, ბავშვობაში 1 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს.
image

5. ზემოთ არ აიხედოთ (2022)

ფილმში ქეითი ეუბნება თავის მეგობარ ბიჭს: "კომეტა, რომელიც იმაზე დიდია ვიდრე დინოზავრების გამანადგურებელი, პირდაპირ დედამიწისკენ მიემართება" და იმავე მომენტში დინოზავრის კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი ჩანს ფონზე.image

6. შენი სახელი

ანიმეში “შენი სახელი", მიცუჰა და ტეში აქცევენ ხეს იმპროვიზებულ კაფედ, ასე რომ, მოგვიანებით ქალაქში ერთ-ერთი ხე დაკარგულია.image

7. ჰერკულესი (1997)

ჰერკულესში ჰადესი ამბობს: „ბიჭებო, დამშვიდდით. მხოლოდ დროის ნახევარია“ - ეს ხდება ზუსტად 46-ე წუთზე, ხოლო მულტფილმი 92-ს გრძელდება.image

8. მარტო სახლში (1990)

ფილმში მარტო სახლში, როცა დიდები აეროპორტში წასვლამდე მგზავრებს ითვლიან, აღნიშნავენ, რომ სულ 17 ადამიანია. ეს ნიშნავს, რომ ერთ მიკროავტობუსში უნდა იყოს 8, ხოლო მეორეში 9 მგზავრი. კევინი არ იყო, შესაბამისად ორივე მიკორავტობუსს 8 კაცი ჰყავდა და თითოეულში მგზავრები ფიქრობდნენ, რომ მეორეში 9 ადამიანი უნდა ყოფილიყო.
image

9. როკი (1976)

გადაღებების დროს ტალია შაირი გრიპით იყო დაავადებული და წუხდა, რომ შეეძლო სილვესტერ სტალონე დაეინფიცირებინა - რის გამოც ადრიანას ერიდება კოცნა პაემნის შემდეგ. სცენა უკეთესი გამოვიდა, ვიდრე სცენარში იყო და გადაწყვიტეს მისი ფილმში დატოვება.
image

10. დრაკონის სახლი

სერიალის მესამე ეპიზოდში ჩანს, რომ ვისერისს ხელზე ხელთათმანი უკეთია და გრაგნილი უჭირავს. ჩანს მწვანე ფონიც, ამიტომ მაყურებელმა იფიქრა, რომ ხელი საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო.
image







1
1568
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1568
  
2022, 31 დეკემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1