x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჰანგ მიოკუ - გოგონა, რომელმაც სახის კანში მცენარეული ზეთის შეყვანით თავი დაიმახინჯა

image

კორეელი გოგონა ჰანგ მიოკუ ოდესღაც ცნობილი მომღერალი იყო, ცოტა მოგვიანებით იგი გახდა დამოკიდებული სილიკონის ინექციებზე, რომელიც მას პლასტიკურმა ქირურგმა გაუკეთა. მაგრამ როდესაც ექიმებმა უარი თქვეს ამ პროცედურის გაკეთებაზე სახის ზომის გაზრდისა და ფსიქიკური პრობლემების გამო, მან გადაწყვიტა მცენარეული ზეთი თავად გაეკეთებინა.image
ასე გამოიყურებოდა გოგონა ახალგაზრდობაში, ყოველგვარი კოსმეტოლოგიური ჩარევების გარეშე.image
შემდეგ იგი გადავიდა იაპონიაში კარიერის გასაგრძელებლად, სადაც არალეგალურ სილიკონის ინექციების გაკეთება დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: ”მე ვერ ვიღებდი ჩემზე ლამაზ ადამიანებს. მშურდა მათი. მე უნდა ვყოფილიყავი საუკეთესო. მინდოდა სრულყოფილი ვყოფილიყავი.”

ინექციებზე დამოკიდებულების გამო, სახეზე შეშუპება დაეწყო. როდესაც გოგონა 1998 წელს კორეაში დაბრუნდა, მშობლებმა ვერც იცნეს, თუმცა გოგონა თავს ლამაზად თვლიდა.image
როდესაც ექიმები მიხვდნენ, რომ მიოკუ ინექციებზე დამოკიდებული გახდა, პროცედურების გაგრძელებაზე უარი თქვეს. გოგონამ ეს ვერ აიტანა და სახეში მცენარეული ზეთი თავად შეიყვანა. ის ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება შინაგანმა ხმამ უბიძგა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ გოგონას პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა.imageimage
მისი რთული ამბავი კორეის ტელევიზიით აჩვენეს და მაყურებელმა 27 მილიონი ვონი (დაახლოებით 21 169, 35 აშშ დოლარი) შესწირა მაკორექტირებელი ოპერაციებისთვის ფულის შესაგროვებლად. პირველი 10 ოპერაციის დროს ქირურგებმა ამოიღეს 60 გრ. სილიკონის ზეთი და სხვა უცხო ნივთიერებები სახიდან და 200 გრ. მისი კისრიდან.

მიოკუ დღეს 58 წლისაა, ჰყავს ქმარი და 2 შვილი. მისი პლასტიკური ოპერაციებისადმი დამოკიდებულება კი დღემდე განხილვის თემაა როგორც სამხრთ კორეაში, ისე მის გარეთაც.

image


0
627
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0