x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გაინტერესებთ, რატომ არ ქორწინდება მამაკაცების ერთი ნაწილი?

კვლევის თანახმად, 25 წელს გადაცილებული დაუოჯახებელი ქალების და მამაკაცების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ამასთან, მარტოხელა მამაკაცების რიცხვი აღემატება გაუთხოვარი ქალების რიცხვს. როგორც აღმოჩნდა, საშუალო ასაკის მამაკაცების 23 % და ქალების 17 % ეძებს თავის II ნახევარს (ან, შეიძლება, არც ეძებს?!).


image


ამ ფაქტს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ბოლო ათწლეულში ძალიან შეიცვალა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. და ეს ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. მსოფლიოსთან ერთად, შევიცვალეთ ჩვენც და ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხებისადმი, მათ შორის, ქორწინებაზეც.

ექსპერტებმა შეისწავლეს მიზეზები, რომლის გამოც მამაკაცები ვერ ან არ ქორწინდებიან და როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველთვის მამაკაცის თავისუფლად ყოფნის და დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილთან არ არის დაკავშირებული. არის ბევრი სხვა მიზეზი, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური და მათ შორის ყველაზე გავრცელებული, ეს 8 მიზეზია:


1. დაბალი თვითშეფასება და თავის თავში დაურწმუნებლობა


image


საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანები ყოველთვის განიცდიან მიტოვების შიშს, რაც მათში პანიკის შეტევას და არაჯანსაღი ეჭვიანობის გრძნობას იწვევს. დღეს, ამ მხრივ, სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა: არის გაცნობის საიტები და ადამიანები იქ შესვლისას, უნდათ თუ არა, საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, – სილამაზის, წარმატებულობის, სიმდიდრის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, გაცნობის საიტზე მიღებული უარი მამაკაცებზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე ქალებზე და მსგავსი პრობლემების მქონე მამაკაცებს რჩევას აძლევენ: თვითშეფასების დონის ასამაღლებლად, მათ თვითკრიტიკა უნდა შეწყვიტონ და არ უნდა შეადარონ თავი სხვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ცხოვრების მიზნის პოვნა და მისკენ სწრაფვაა.


2. არამიმზიდველი გარეგნობა



image

პარტნიორის არჩევისას, შემთხვევათა უმრავლესობაში, გადაწყვეტილებას მისი გარეგნობის ზეგავლენით ვიღებთ და მნიშვნელოვან როლს მიმზიდველობა თამაშობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირადად გაცნობამდე, მის შესახებ ინფორმაციას სოც. ქსელებიდან ვიღებთ.

სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სილამაზის სტანდარტები ძალიან სწრაფად იცვლება და მამაკაცების უმრავლესობა, უბრალოდ ვერ ასწრებს მისთვის ფეხის აწყობას. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს გარეგნობის ბევრი ნაკლის გამოსწორება შეიძლება. გარდა ამისა, საკუთარ თავში ქარიზმის განვითარებას ხომ არაფერი უდგას წინ?!


3. შთაბეჭდილების მოხდენის უუნარობა


image


მეცნიერების აზრით, მამაკაცები, რომლებმაც ფლირტაობა არ იციან, იძულებულები არიან, ბერბიჭებად დარჩნენ. ადრე, ინდუსტრიალიზაციის ეპოქამდე, ქორწინების საკითხს მშობლები აგვარებდნენ და მათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეეძლოთ ოჯახის შექმნა. დღეს კი მამაკაცმა თავად უნდა მოხიბლოს ქალი და ამისთვის გარკვეული ნიჭი და ცოდნა არის საჭირო.


4. მოუცლელობა


image


დღეს ბევრს შეუძლია საკუთარი სამუშაოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შესრულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები, ერთდროულად, მუშაობის და მოგზაურობის საშუალებებს იძლევა. თუმცა, დასვენებისთვის დროის გამოყოფა, ყველას არ შეუძლია.

სამუშაოსადმი ასეთი სიყვარული, ფსიქოლოგების აზრით, შეიძლება ადამიანის შინაგანი პრობლემებით იყოს გამოწვეული: საკუთარი თავის საქმით დატვირთვით ადამიანები მარტოობას, შფოთს და შიშს გაურბიან.


5. წინა ურთიერთობის ცუდი გამოცდილება


image


ბოლო 20 წლის მანძილზე, მამაკაცის ქორწინების საშუალო ასაკი 3-6 წლით გაიზარდა. მათ უკვე აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ქორწინებამდე გარკვეული ურთიერთობები დაამყარონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან და უფრო ახლოს გაიცნონ ისინი. და ეს ურთიერთობები ყოველთვის ქორწინებით არ სრულდება. გარდა ამისა, იზრდება განქორწინებების რიცხვიც. ხშირ შემთხვევაში, სწორედ წინა ურთიერთობის ცუდი გამოცდილება არის იმის მიზეზი, რომ მამაკაცებს ახალი ურთიერთობების აწყობას, ისევ მარტო ცხოვრება ურჩევნიათ.

და როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, მამაკაცი რაც უფრო დიდხანს რჩება განქორწინების შემდეგ მარტო, მით უფრო ნაკლებია მისი ხელმეორედ ქორწინების შანსი.


6. არახელსაყრელი მდგომარეობა გაყრის შემთხვევაში


image

ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ქალებს საკუთარი უფლებების დაცვა უხდებოდათ და ცოტას თუ შეეძლო განქორწინებაზე და შვილებთან ერთად, ქმრის გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი. ქალები ფინანსურად დამოკიდებულები და უუფლებონი იყვნენ. თანამედროვე მსოფლიოში მდგომარეობა კარდინალურად შეცვლილია და უკვე არავის უკვირს ქალის ფინანსური დამოუკიდებლობა.

დღეს, თუ საქმე განქორწინებამდე მიდის, მამაკაცები უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებიან, ვიდრე ქალები: მოსამართლეები, უმეტეს შემთხვევაში, ქალების მხარეს იჭერენ. ბავშვები დედასთან რჩებიან, ხოლო მამა ვალდებულია, ფინანსური დახმარება გაუწიოს ყოფილ ოჯახს.


7. პასუხისმგებლობის შიში


image


თანამედროვე ახალგაზრდებს მილენიალების თაობას ანუ Y თაობას უწოდებენ (თაობა, რომელიც 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში დაიბადა) და როგორც ამბობენ, მათ გარკვეული სირთულეები გააჩნიათ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ისინი წინა თაობასთან შედარებით უფრო გვიან ქორწინდებიან, ან ოფიციალურ ურთიერთობებზე საერთოდ ამბობენ უარს. ამ სიტუაციის ერთ-ერთი მიზეზი — გადაწყვეტილების მიღების შიშია, უფრო სწორად, იმ შედეგების შიში, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება.


8. მარტო ცხოვრების ჩვევა


image


დღეს, თვითონ ქორწინების მნიშვნელობამ განიცადა დიდი ცვლილება. ადრე თუ ოჯახში როლები მკვეთრად განსაზღვრული და გამიჯნული იყო: ქმარი — შემომტანი, ცოლი — დიასახლისი, – ახლა კაცს და ქალს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლია ცხოვრება. ამასთან, ირგვლივ იმდენი გასართობია, რომ მამაკაცების ერთი ნაწილი ქორწინების საკითხს სამომავლოდ დებს. მაგრამ, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, დროთა განმავლობაში, შესაძლებელია მას მარტო ცხოვრების ჩვევა ჩამოუყალიბდეს. რადგან, თუ ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე მარტო ცხოვრობს, ის ცხოვრების ამ წესს ეჩვევა და მის შეცვლას არ ჩქარობს, – რადგან, სტაბილური ცხოვრების დაკარგვის ეშინია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* საახალწლო დესერტი "ზამთრის მანდარინი"

* მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



7
760
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
760
  
2023, 6 იანვარი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 31 დეკემბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 28 დეკემბერი, 9:48
გაურკვევლობა რო არ გამოიწვიოს ანუ რატო მგონია ეს ქვეყანა მონათა,რატომ არ არის სასურველი იყო ბავშვი ამ ქვეყანაში. ჯერ ერთი იმიტო,ბაღის ასაკიდან დაწყებული სკოლის ასაკით გაგრძელებული ბავშვებს ნახირივით ვექცევით,ვასწავლით მორჩილებას და კლასში მასწავლებლის შემოსვლისას პიონერულ ფეხზე წამოდგომას.18 წლის ხდება და უფასო ყარაულში ვუშვებთ,იარაღს ვაძლევთ და არ ვასწავლით სროლას.18 წლის ახალგაზრდასთვის საშიში არ არის უსწავლელად იარაღის მიცემა,ტყეში მარტო დატოვება და საჭიროების შემთხვევაში საზარბაზნე ხორცობა,ხოლო კაზინოში შესვლა არის პრობლემა და ერმაც გაფაციცებით მოითხოვა ეს ამბავი. დავუშვათ,გადაურჩა ბაღს,სკოლას და ჯარს,შეინარჩუნა თავისუფლება და მერე? იმუშავებს და 36% სახელმწიფო წაართმევს გადასახადებით,თავის ჯიბეს გაისქელებს და მოახმარს მისი დამონების ახალი ხერხების მოფიქრებას. დავუშვათ,გადაურჩა გადასახადებს და წვალებით თავი გაიტან,მერე? საპატრიაქო მიადგება და მორალს წაუკითხავს,შესაწირს მოთხოვს ჩემს მოსაგონებლად,ბავშვის მოსანათლად და ჯვრის დასაწერად. არადა,იმ 36 % გადასახადიდან 20+ მილიონს ვუხდით კონკორდატის მიხედვით და მაინც ყველაფერში ფულს გვახდევინებენ. საინტერესოა,თავის დროზე,ქრისტეს მოსანათლად რამდენი გადაიხადა იოანემ? თუ ფული არ გადაუხადე,ისე ბავშვი არ ინათლება,მკვდარი არ ზიარდება და ჯვარი არ იწერება? ესეთი ქვეყანაში თხოვთ ახალგაზრდას რო დაოჯახდეს და გამრავლდეს,რაც იდიოტობაა. რა ქვეყანას და საპატრიაქოს მონების ნაკლებობა აქვს თუ რა არის მიზეზი ამის მოთხოვნის?
2022, 28 დეკემბერი, 9:26
ჩემმა მეგობარმა და მასწავლებელმა,მითხრა რო ჩემი დანიშნულება არის ოჯახი და გამრავლება,რასაც არ ვეთანხმები. გამრავლება ცხოველებსაც შეუძლიათ და ადამიანი ცხოველებისგან განსხვავებული უნდა იყოს. ადამიანის დანიშნულება არის უკეთესისკენ სწრაფვა,უკეთესი გარემოს შექმნა და არა უპირობოდ გამრავლება. თუ ვიღაცაც მიაჩნია რო ცოლის მოყვანა/გათხოვება არის უკეთესისკენ სწრაფვა,მისი საქმეა და არანაირი პრობლემა არ არის. ჩემი მიზანი არ არის ეგ და არც არასოდეს ყოფილა,რადგან მონათა ქვეყანაში დავიბადე,დანგრეულ და გაპარტახებული სახელმწიფოში და ვერანაირად ვერ მექნებოდა მაგის ამბიცია. ჩემი მიზანი არის თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება,ასეთ სიტუაციაში ვხედავ ჩემს თავს შვილებთან ერთად. სხვა შემთხვევაში,ჯობია მარტო ვიყო,უფრო მეტად შემეძლება გარისკვა.
2022, 28 დეკემბერი, 9:17
ჩემი აზრით,უფროსმა თაობამ ერთი კარგი ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს იმისთვის,რომ ამ ხალხს ბავშვობა წაართვა,ზოგმა მოქმედებით და ზოგმა უმოქედობით.ეხლა კი,ცოლო არ მოგყავს ან არ თხოვდების ძახილით ტვინს უბურღავენ ამ ახალგაზრდებს. იმას ხო არ ვითხოვთ,რომ შოლტით იცემონ თავი,უბრალო ბოდიშიც საკმარისია. ადრე გითხარით,რომ არც მე არ ვარ დაოჯახებული და დიდი ალბათობით ესეც დარჩება. ჩემი მიზეზი ზოგადი მიზეზებისგან განსხვავებულია. არ მსურს,ოჯახი შევქმნა ამ რეალობაში,სადაც ადამიანებს პირუტყვებივით ექცევიან და ყველა მხრიდან დამონებას,ტვინის გამორეცხვას უპირებენ. ოჯახის შექმნა პირდაპირ კავშირშია შვილების ყოლასთან,ნუ ჩემთვის ესეა და არ მსურს ჩემმა შვილებმა მსგავს ყაყა ქვეყანაში გაატარონ ბავშვობა. სექსის გამო ცოლი ისედაც არ უნდა მოიყვანოს ადამიანმა. ჩემი დაოჯახება დამოკიდებულია ქვეყანაში თავისუფლების ხარისხზე,რისთვისაც შეძლებისდაგვარად ვიბრძვი და თუ მივაღწიე ამას,მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.იმედია,იმ დროისთვის გამრავლებისთვის გამოუსადეგარი არ ვიქნები :)
2022, 28 დეკემბერი, 9:08
საინტერესო სტატია,მაგრამ რამდენად რელევანტურია საქართველოს რეალობისთვის? ჩემი აზრით,ცხოვრების გაძვირებამ გამოიწვია დაქორწინების ასაკის ზრდა და არა იმან რო ვიღაც მახინჯია ან არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს.ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია და ის სადრაც ვიღაცას მოეწონება,ყველა შრეკს ყავს თავისი პრინცესა,ამიტომ ვერ დავეთანხმები ფსქოლოგებს. საქართველოს მაგალითით თუ განვიხილავთ ამ თემას,მაშინ ორი მთავარი მიზეზია, ცხოვრების სიძვირე და გაურკვეველი მომავალი. საქართველოში ადამიანების ანაზღაურება არ შეესაბამება ცხოვრების სიძვრის დონეს და ადამიანი თავის სამყოფს ძლივს გამოიმუშავებს,ხოდა არ სურს ოჯახის შექმნა ამის გამო. დააკვირდით იმას,რომ 25+ წლის ადამიანებს,თუ ვინ არიან ისინი. 1997 წელს და ქვემოთ დაბადებულები,ხოდა გავიხსენოთ რა პერიოდში მოუწიათ ბავშობის გატარება და არ არის გასაკვირი რო არ სურთ,მათი შვილები ყველაფერს მოკლებულები იყვნენ. ასევე,ადამიანებმა არ იციან,რა იქნება ხვალინდელ დღეს და არ არის სტაბილურობის განცდა,რაც დასახელებულ პირველ მიზეზთან არის კავშირში.
0 1 7