x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოცხალია თუ არა ბრიტნი სპირსი? - რატომ გაუჩნდათ ფანებს ეს ეჭვები?

image

არც ისე დიდი ხნის წინ, ბრიტნი სპირსმა საბოლოოდ მოიშორა მეურვეობა. ზაფხულში კი პოპ-პრინცესა დაქორწინდა. ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში და მედიაში ფართოდ გაშუქდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ პოპ-მომღერლის ცხოვრება გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, ბრიტნის თაყვანისმცემლებს ეჭვები აწუხებთ. და ეს ეჭვები იმდენად შემაშფოთებელია, რომ ვარსკვლავის თაყვანისმცემლებს სვამენ კითხვას, ცოცხალია საერთოდ არა ბრიტნი სპირსი? საიდან ასეთი აზრები და ვარაუდები? ახლავე შეიტყობთ;


მომღერლის თაყვანისმცმლების ნაწილმა შეთქმულების თეორიების შეთხზვა დაიწყეს. ისინი ფიქრობენ, რომ ბრიტნი დიდი ხანია მკვდარია! ეს საუბრები დიდი ხნის წინ დაიწყო. ზოგიერთი, მაგალითად, თვლის, რომ ბრიტნი თითქმის ათი წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს გამოვიდა პოპ მომღერლის სიმღერა Mona Lisa საკმაოდ უჩვეულო ტექსტით. სიმღერა მოგვითხრობს კლონირებულ ქალზე, თავად ორიგინალმა კი დატოვა სააქაო ცხოვრება.


ახლა გულშემატკივრებს ბევრი ახალი მიზეზი აქვთ იფიქრონ, რომ ბრიტნი აღარ არსებობს. თეორიის ყველაზე ცნობილი მიმდევრები თვლიან, რომ ბრიტნის ჰყავს ორეული, რომელიც მის ნაცვლად ჩნდება ახალ ვიდეოებში Instagram-ის გვერდზე. რა თქმა უნდა, ასეთი თეორიის მიმდევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ბრიტნი არ არის ის, ვინც დიდი ხანია ხელმძღვანელობს მის გვერდს - ამას სხვა ადამიანები აკეთებენ.



ამის დასტური, მომხმარებლების აზრით, არის უცნაური კონტენტი, რომელიც ჩნდება ბრიტნის გვერდზე.-უცნაური ცეკვები, უცნაური ფრაზები, უცნაური გამოხტომები, ურცხვი გაშიშვლებები და სხვ, ასევე ტატუები, რომელიც ფორმებს იცვლის და ხან ჩნდება და ხან საერთოდ ქრება.

image

ვარსკვლავის ბევრი პოსტი ერთი და იგივე ტიპისაა. გარდა ამისა, ხშირად ბრიტნი ფოტოზე და ვიდეოზე ერთსა და იმავე ტანსაცმელშია. ლოკაციებიც პრაქტიკულად უცვლელი რჩება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ძველი გადაღებულები, რომლებსაც ახლა იყენებენ ახალი კონტენტის ნაკლებობის გამო.


უფრო მეტი რწმუნდება ამ თეორიაში მას შემდეგ, რაც ბრიტნიმ ინტერნეტში განაცხადა, რომ დაგეგმილი ჰქონდა მოგზაურობა ნიუ-იორკში. თუმცა ერთი ფოტოც არ გამოაქვეყნა იქიდან.



ცნობილ გამოცემა TMZ-ს კი მიაჩნია, რომ ასეთი კონსპიროლოგიური თეორიები სისულელეა. ბრიტნი ცოცხალია და აქტიურად ატარებს დროს მეუღლესთან სემ ასგართან ერთად. გამოცემა ირწმუნება, რომ სპირსმა სპეციალურად მოიტყუა ნიუ-იორკში მოგზაურობის შესახებ პრესის ყურადღების გადასატანად, სინამდვილეში ვარსკვლავი და მისი მეუღლე მექსიკაში გაემგზავრნენ.

image

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0