x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ომის შემდეგ რუსეთს დასჭირდება 30 წელი, რომ ეკონომიკა და უწინდელი სამხედრო სიმძლავრე აღადგინოს
image

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმდენად დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და არმია, რომ ქვეყანას შეიძლება 30 წლამდე დასჭირდეს ზესახელმწიფოს სტატუსის აღსადგენად, აცხადებენ დასავლელი ოფიციალური პირები და ექსპერტები.


უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე რუსეთმა წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დაახარჯა ომს.


კიევმა გაანადგურა რუსული ტანკების ნახევარი, მოსკოვმა კი სწრაფად ამოწურა ჭურვების, რაკეტების და საბრძოლო მასალის მარაგი.



როგორც Daily mail-ი წერს, ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეიძლება ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღდგენისთვის 20-დან 30 წლამდე დასჭირდეს.


ამ კვირაში შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ ქვეყნისთვის მიწოდებული ფული "ინვესტიციაა" და მოუწოდა მოკავშირეებს, მეტი სამხედრო მხარდაჭერა მისცენ უკრაინას, რუსეთის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. „თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებაში და დემოკრატიაში“, - განაცხადა მან.


პრეზიდენტი ბაიდენი დათანხმდა უკრაინას გადასცეს საჰაერო თავდაცვის სისტემება "პატრიოტი", რაც კიევს საშუალებას მისცემს ჩამოაგდონ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.


მან უარი თქვა სარაკეტო სისტემა ხმელეთი-ხმელეთის Atacms-ის უკრაინისთვის გადაცემაზე, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 310 კილომეტრის რადიუსში. მან ასევე თქვა, რომ "ნატოს" მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდების გამო, რითაც შეიძლება დაარტყან რუსეთის ტერიტორიას.


უკრაინელი სამხედროები თვლიან, აღმოსავლეთსა და სამხრეთში არსებულ გართულებების ფონზე, პუტინმა შესაძლოა ომის დაწყების წლისთავზე კიევზე თავდასხმით უპასუხოს.

13
374
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
374
  
2023, 13 იანვარი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 11 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 იანვარი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 31 დეკემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 დეკემბერი, 10:03
ამიტომაც კარგი იქნება თუ იმაზე დაწერთ,რა უნდა ქნას საქართველომ და რა სარგებელის მიღება შეიძლება არსებულ სიტუაციაში. იმის დათვლა,ვინ რამდენი ცოცხალი ძალა ან ტექნიკა დაკარგა არ არის საინტერესო ჩვენთვის. ჩვენს სამყოფ ტყვია და ბომბს რუსეთიც მოაგროვებს და ამერიკაც. მთავარია,ჩვენ რას ვაკეთებთ და როგორ ვიყენებთ ერთის ან მეორის მოუცლელობას. ყველანაირად უნდა ცდილობდეს ქვეყანა საბრძოლო მარაგების გაზრდაც,თვით შავი ბაზრის გამოყენებითაც და ემზადებოდეს დასუსტებული რუსეთის და კოლექტიური დასავლეთის მოსაშორებლად. პირველი არხის ბიუჯეტი კი არ უნდა იზრდებდეს და კი არ უნდა იყოს მშპ მიბმული,თავდაცვის ხარჯები უნდა იყოს და იზრდებოდეს. ჩვენი შემოსავლის უმეტესი ნაწილი ჯარებზე და შეირაღებაზე უნდა იხარჯებოდეს. რა ჯობია,იყო მაძღარი და მონა თუ მშიერი და თავისუფლებისთვის მებრძოლი? ქართველი მეორეს ირჩევდა,წაბლზე და ჩურჩხელაზე დამოკიდებული იბრძოდა,რა წაბლი აღარ არის თუ კახეთში ჩურჩხელა დაილია?
2022, 26 დეკემბერი, 9:52
არის სამი იმპერია და სამი ინტერესი,რომ დაიპყრონ და დაიმორჩილონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. ამ სამი იმპერიიდან არცერთს სურდა საქართველოს განვითარება და მით უფრო გაერთიანება.ყველა რაღაც შეთავაზებას აკეთებდა და ასე ცდილობდა ქართველებიც მოთაფვლას,რაც იდეაში გამოსდიოდათ კიდეც,რადგან მაშინაც ბევრი იყო უცხო ქვეყანაზე მომუშავე ქართველი. ერეკლემ გადაწყვეტილება მიიღო,სარწმუნოების შენარჩუნების მოტივით რუსეთის მხარე აირჩია და დიდი ალბათობით,ის ფიქრობდა რო სწორედ ასე გადარჩებოდა საქართველო. ოსმალო და ირანი ყველაფერს გართმევდა,რუსეთი ერთს გიტოვებდა მაინც და ეს უნდა გამხდარიყო საქართველოს გართიანების და გათავისუფლების ფაქტორი,რაც იდეაში ეგრეც მოხდება. მას მერე 200 წელი გავიდა და საქართველო ისევ დაპყრობილია,მის 20% რუსეთი აკონტროლებს და დანარჩენს კოლექტიური დასავლეთი. ვითომ ხო 80% სუვერენული და ფორმალურად დამოუკიდებელია,მაგრამ ის იმართება დასავლეთიდან და მათი დაქირავებული ხალხი ზის სათავეში.თუ ბიჭია რაიმე ისეთი გააკეთოს,რაც მათ არ აწყობთ,მაშინვე სოლომონის მაგალითი გამეორდება. დაგემუქრებიან სანქციებით და ათას უბედურებას გაგიჩალიჩებენ. ფაქტი კი ერთია,თუ ქართველი კოლექტიურ დასავლეთში ან რუსეთში მტერს ვერ ხედავს,მაშინ ის არის რომელიღაცის აგენტი და მათზე მომუშავე მოღალატე ნაბიჭვარი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს,რომ რუსეთის და უკრაინის ომი დიდხანს გაგრძლედება,კოლექტიური დასავლეთიც დასუსტდება და რუსეთიც. თურქეთსაც თუ გაიყოლებენ მოუსვლელში და ირანსაც არ იქნება ცუდი. არავის სიკვდილი და აფეთქება არ მინდა,ჩემი ქვეყნის გადარჩენა მინდა და მართლა დამოუკიდებელი,თავისუფალი საქართველო.
2022, 26 დეკემბერი, 9:37
იმ ხალხისთვის,ვინც სტატიას წაიკითხავს და დაფიქრდება,ერთი ფაქტს გავიხსენებ ჩვენი ისტორიიდან და პარალელს გავავლებ დღევანდელობაზე.მეთვრამეტე საუკუნეში,საქართველოს ერთ ნაწილს ოსმალები აკონტროლებდნენ და მეორეს ყიზილბაშები,ორივე ნაწილში ფორმალურად ქართველი მეფე იჯდა ტახტზე და ვითომ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა,სინამდვილეში ან ერთი ან მეორის ინტერესი ტარდებოდა და მათთვის იბრძოდნენ ქართველები. ამ პერიოდში,საქართველოში გავრცელებული იყო ბავშვების გატაცება და მერე მათი გაყიდვა სტამბულის ბაზრობაზე,რითაც ოსმალო წარჩინებული ვაჭრები დიდ ფულს შოულობდნენ,ასევე ხელს ითბობდნენ ქართველი მათთან მიტმასნილი თავადებიც. ეს ყველაფერი და არა მარტო ეს წელში ტეხავდა საქართველოს,მის მოსახლეობას და ქვეყანა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე იდგა. ამ დროს,იმერეთში გამეფდა სოლომონ I და მოსვლის დღიდან ბრძოლა გამოაცხადა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ფორმალურად ოსმალებს არაფერს ერჩოდა,ის დაერია გაზულუქებულ ქართველ თავადებს,მაგრამ ოსმალო მაინც განაწყენდა და სოლომონს დაუპირისპირდნენ.სოლომონიც შეძლებისდაგვარად ოსმალებსაც ებრძოდა და ქართველ თავადებსაც,ხშირად იმარჯვებდა კიდეც. აღმოსავლეთში,ყიზილბაშების ბოგინი იყო და ქართველი მეფეები მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ. რაღა ბევრი გავაგრძელოთ,ერეკლე ტყვედ ყავდათ და ნადირ ხანისთვის იბრძოდა. როგორც ამბობდნენ,ნადირს ძალიან ყვარებია ერეკლე ბატონიშვილი და მეგობრობდა მასთან. და როცა ერეკლე დაბრუნდა საქართველოში და ქრისტიანული წესით ავიდა ტახტზე,ხარკის გადახდაზე უარი განაცხადა,მეგობარი ნადირი უკვე მტერი გახდა და მიქაელი რო არ დაწეოდა,არ მოეკლათ ნადირი,მაშინ ის აუცილებლად ილაშქრებდა ერეკლეს და თეიმურაზის წინააღმდეგ. ასევე,მაგ პერიოდში რუსეთის ინტერესები იზრდებოდა კავკასიაზე,ხან მათი და ხან ყიზილბაშების წაქეზებით,ლეკები ესხმოდნენ თავს კახეთს და მოსახელობას აწიოკებდნენ. ერეკლეს როგორც შეეძლო იგერიებდა ცალკე ლეკებს და ცალკე ირანულ რაზმებს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10