x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„უსასტიკესად ვისჯებოდი, უშნოდ ვითვლებოდი, არსად მიშვებდნენ“ - ნინო ნადირაძის ბავშვობის ტრავმები
image

.

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის ტრავმებზე წერს და ამბობს, რომ მშობლებისგან სითბო და სიყვარული აკლდა. ნადირაძე სასტიკ დასჯასა და სტრესზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ტრავმის გამო დღემდე ვერ ახერხებს გართობასა და დროსტარებას. სტრესის შემდეგ კი საყიდლებზე წასვლა მისთვის თერაპიაა. ის არ აკონკრეტებს რატომ ხდებოდა მის მიმართ ძალადობა, ან აპროტესტებდა თუ არა ამას, თუმცა, ამბობს, რომ ეს წლები მასზე აისახა.

.


“ბავშვობის ტრავმებზე:


1. სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი, ამ დროს თვალები გავახილე და იმ წამსვე მივიტუქსე, რატომ გღვიძავსო…


2. არსად არ მიშვებდნენ 2 მიზეზის გამო, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და ჩემს ხუთოსნობას საფრთხე არ შექმნოდა;


3. მივეჩვიე დამჯდარ ძილს, ერთი წაკითხვით ვსწავლობდი ყველაფერს, ამიტომ წიგნს ვშლიდი მარტო ტექსტიან გვერდზე და შუბლზე ხელაფარებული ვიძინებდი. რომ მეთქვა, უკვე ვიცითქო, მედალი რომ ვერ გამეტანა ან პირველ წელსვე ვერ მოვწყობილიყავი, დაბრალდებოდა ერთჯერ წაკითხვით ნასწავლს…


4. მამას ვგავარ, მამას საკუთარი თავი არ მოწონდა, მოწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და გავდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ;


5. ჩემს არსადგაშვება და 24 საათი სწავლის სტრესი მიკომპენსირდებოდა ლამაზი ტანსაცმლით, შედეგად ასაკშიც სტრესის შემდეგ რამე უნდა ვუყიდო ჩემს თავს…


6. ყველაზე მეტად ვისჯებოდი ტყუილის თქმის შემთხვევაში უსასტიკესად…


7. გართობა და დროსტარება ითვლებოდა დანაშაულად, ამიტომ ეს 2 რამ დღესაც არ გამომდის..”, – წერს ნინო ნადირაძე.

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0