x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

ინდოეთში ასტროლოგიას ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და თუ ადამიანი, ან მისი მომავალი მეუღლე მარსის გავლენის ქვეშ არის დაბადებული, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ქორწინება განქორწინებით, სიღარიბით ან ერთ–ერთი მეუღლის უდროო სიკვდილით დასრულდება.


imageაიშვარია რაი


«მარსის ქვეშ» დაბადებულთათვის, თუ მათ დაქორწინება სურთ, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: სხვა ადამიანთან ქორწინებამდე, იგივე ურთიერთობის გაფორმება ხესთან არის საჭირო. ამასთან, ის აუცილებლად ბანანის უნდა იყოს (ანუ, ხესთან კი არა, ბანანთან, რადგან ბანანი, სინამდვილეში, ბალახია. რედ.)

დასაბუთება კი ასეთია: თუ «მარსით მართული» პირველად უსულო საგანზე იქორწინებს, მაშინ მისი მრისხანება სწორედ ამ ნივთზე გადავა და არა მომავალ მეუღლეზე.

ეს ყველაფერი, შესაძლოა, რაღაც უაზრო ცრურწმენას ჰგავს. თუმცა, ის ინდოეთში, საკმარისად გავრცელებული პრაქტიკაა. მაგ., ბოლივუდის მსახიობი და ყოფილი «მის მსოფლიო» აიშვარია რაი, მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ ის მარსის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თავის ნამდვილი ქორწინებამდე, ცოლად ხეს გაჰყვა.

რაც შეეხება პლანეტების გავლენას, ვიცით, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, თავისი მფარველი პლანეტა ან ვარსკვლავი ჰყავს: ვერძებს – მარსი მფარველობს, კუროებს და სასწორებს – ვენერა, ტყუპებს და ქალწულებს – მერკური, კირჩხიბებს – მთვარე, ლომებს – მზე, მორიელებს – პლუტონი, მშვილდოსნებს – იუპიტერი, თხის რქებს – სატურნი, მერწყულებს – ურანი, თევზებს – ნეპტუნი. თუმცა, მაგ., ვერძი ყოველთვის არ განიცდის მხოლოდ მარსის გავლენას, ხოლო, მერწყული – ურანის. ზოდიაქოს ნიშნების, დაბადების დეკადის მიხედვით (ასტროლოგიაში ასეთი სამია), მმართველი პლანეტა, შეიძლება, არ შეესაბამებოდეს, ზემოთ ჩამოთვლილ, მფარველ პლანეტებს (მფარველი – ერთია, მმართველი – მეორე). ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი პლანეტა ახდენს ჩვენზე გავლენას, რადგან სწორედ მისი გავლენა განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, ნიჭს და ქცევის წესებსაც კი.

ქვემოთ მოცემულია პლანეტების გავლენის დეკადები და შეგიძლიათ თქვენი დაბადების დღე მოძებნოთ და ზუსტად გაიგოთ, თუ რომელი პლანეტის გავლენის ქვეშ იმყოფებით (პლანეტების გავლენა მოცემულია პირველი რიცხვიდან – მეორეს ჩათვლით). ამის გაგების შემდეგ, შეგეძლებათ თქვენი ცხოვრების ცალკეული მომენტის კორექტირებას და საკუთარი ხასიათის და ამა, თუ იმ ქცევის მიზეზის გაანალიზება. გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* საახალწლო დესერტი "ზამთრის მანდარინი"

* მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა

* 10 გამოცანა ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)


1
958
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
958
  
2022, 31 დეკემბერი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1