x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა დროს უნდა დავამატოთ საკაზმი კერძში, რათა შევინარჩუნოთ გემო და არომატი?
image

კულინარია ვერ მოითმენს უზუსტობებს . იმისათვის, რომ კერძი მართლაც გემრიელი და არომატული აღმოჩნდეს, ზუსტად უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ინგრედიენტების პროპორციები, არამედ მათი დამატების დროც.ქვემოთ გაეცნობით თუ როდის უნდა დაამატოთ სხვადასხვა საკაზმები კერძს.


ნიორი-ინტენსიურად გამოხატული ნივრის გემო ბევრ კერძს უხდება. თუ გსურთ ამ შედეგის მიღწევა, მომზადების ბოლო წუთებში ან როდესაც ჭურჭელს გადმოდგავთ გაზქურიდან, დაამატეთ დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნივრის კბილები. იგივე უნდა გაკეთდეს ნივრის შეწვისას: ის ძალიან სწრაფად იწვის და კერძს სიმწარეს ანიჭებს, განსაკუთრებით თუ ტაფა ძალიან ცხელია. ამიტომ ის უნდა შეწვათ ყველაზე ბოლოს, როდესაც დანარჩენი ინგრედიენტები თითქმის მზად იქნება.


ტომატი პასტა ან პომიდორი-პომიდორი შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავას, რაც ხელს უშლის ზოგიერთ საკვებს მზაობაში. კარტოფილი განსაკუთრებით განიცდის პომიდორთან „კომუნიკაციას“. ამიტომ, თუ მაგალითად რაგუს ამზადებთ, პასტა ან პომიდორი ჩაყარეთ ტაფაში იმ დროს, როცა კარტოფილი თითქმის მზად იქნება. ამავდროულად, თუ თქვენ აპირებთ ხორცის ჩაშუშულის მომზარდებას, პომიდორი, პირიქით, უნდა დაამატოთ მომზადების დასაწყისში - მჟავა პროდუქტს უფრო რბილს, წვნიანს, ნაზს ხდის და ასევე ამცირებს მომზადების დროს. ეს ეხება ნებისმიერი სახის ხორცს: ღორის, საქონლის და ა.შ.



ცხარე წიწაკა-როდის დაამატოთ ამ ჯიშის წიწაკა, თქვენი გადასაწყვეტია. თუ გსურთ მხოლოდ პიკანტურობის ელფერი და წიწაკის მსუბუქი არომატი დაჰკრავდეს კერძს, დაამატეთ დუღილის დასაწყისში - რაც უფრო დიდხანს იხარშება, მით უფრო ნაკლებად ცხარე იქნება კერძი. თუ ცხარე საკვების მოყვარული ხართ, მომზადების ბოლო ეტაპზე მოაყარეთ წიწაკა - მაშინ ნამდვილი მეგრული ცხარე კერძი გამოგივათ.


ცირტუსის წვენი-ლიმონის, ლაიმის თუ ფორთოხლის წვენი ბევრ კერძს უხდება.განსაკუთრებით ხორცს, რადგან ის ანიჭებს მათ ოდნავ მჟავე და სასიამოვნო შეუმჩნეველ არომატს. თუმცა ამ ინგრედიენტს აქვს უარყოფითი მხარეც - რამდენიმე წუთიანი თერმული დამუშავებაც კი მას მწარეს ხდის. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ეს სიმწარე თქვენს კერძს არ აყვეს, ციტრუსები დაამატეთ მას შემდეგ, რაც კერძს გაზქურიდან გადმოდგავთ.


მწვანილი-ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით არის წარმოდგენილი მწვანილი. მაგალითად, ახალი მწვანილი უნდა დაემატოს კერძს მომზადების ბოლო წუთებში ან როცა უკვე გადმოვდგავთ გაზქურიდან. ამას ლოგიკური ახსნა აქვს: მწვანილის საოცარი არომატს და გემოს, რომელიც ასე გვიყვარს, ფოთლებსა და ღეროებში შემავალი ეთერზეთები გვაძლევს. ამიტომ თუ 10 წუთზე მეტ ხანს ვადუღებთ, ზეთები აორთქლდება. აი რაც შეეხება გამხმარ მწვანილს, სანელებლის სახით, პირიქით, მომზადების შუა პროცესში უნდა დავამატოთ, რათა დრო ეყოთ გამოყონ არომატი და ამით კერძი გაამდიდრონ.


შავი პილპილი-აქ სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც ახალ მწვანილებთან დაკავშირებით, რადგან შავი წიწაკის გემოზე პასუხისმგებელია ეთერზეთები. ამ სანელებლიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, საჭიროა აიღოთ მთლიანი მარცვალი, შეწვათ მშრალ ცხელ ტაფაზე და შემდეგ დანაყოთ. კიდევ ერთი ვარიანტია პილპილი საფქვავში გაატარეთ და კერძს სულ ბოლოს დაუმატეთ, რათა პილპილის გემო არ დაიკარგოს.


ალბათ შეამჩნიეთ, რომ საერთოდ არ გვიხსენებია, დაფქული პილპილი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, საქმე იმაშია, რომ მზარეულები საერთოდ არ გირჩევენ დაფქული წიწაკის გამოყენებას, რადგან მისგან ძალზე ცოტა სარგებელია: იმისთვის, რომ მისგან ოდნავ გემო და არომატი მაინც მიიღოთ, კერძს ძალიან დიდი რაოდენობით უნდა დაუმატოთ. და ეს, თავის მხრივ შეაფერხებს და დაკარგავს სხვა საკაზმების არომატს.

2
325
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
2023, 13 იანვარი, 22:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2022, 31 დეკემბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2