x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შეღებილი ფრჩხილებისთვის - თითების მოჭრა, სახის გამოჩენისთვის - სიკვდილი: ავღანელი ქალების საშინელი ბედი
image

როდესაც შარშან ხელისუფლებაში "თალიბანი" მოვიდა, მაშინვე გაჩნდა კითხვა: რა ბედი ეწევა ადამიანის ყველა იმ უფლებას, რომლის განვითარებასაც აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ აზიის ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში.? ყველა განსაკუთრებით ქალთა უფლებებზე ღელავდა და, როგორც ირკვევა არც თუ უსაფუძვლოდ.


ბოლო წლებში ავღანეთში განათლება მიღებული ქალების რიცხვი თითქმის 40-ჯერ გაიზარდა. სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მიიღეს მუშაობის და ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლებაც კი . მაგალითად, 29 წლის ზარიფა ღაფარი გახდა ქალაქ მაიდანშაჰრის მერი. ავღანელი ქალების ადგილი გამოჩნდა ჯარსა და პოლიციაში.


რა ელოდა ყველა ამ ქალს, რომელმაც ირწმუნა ყველა ეს გენდერული თანასწორობა? თუ 2021 წლის აგვისტოში ქაბულში შესვლისთანავე გავიხსენებთ თალიბების დაპირებებს, შეიძლება გვევარაუდა, რომ ავღანეთის ახალი ბატონები საკმაოდ პროგრესული ხალხი იყვნენ.



„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქალებზე ძალადობა არ იქნება“, - ირწმუნებოდა მაშინ თალიბანის წარმომადგენელი ზაბიჰულა მუჯაჰიდი.


"ჩვენ არ გვინდა, რომ ქალები გახდნენ მსხვერპლნი“, - არწმუნებდა თალიბანის კულტურის კომისიის წევრი ემანულა სამანგანი თავის „კოლეგას“.


მაგრამ რეალობა "ავღანურ ზღაპრებზე" ბევრად უფრო მკაცრი აღმოჩნდა, პირველი ზოგადი მოთხოვნა, რომელიც თალიბებმა ძალაუფლების მოპოვების შემდეგ მოთხოვეს ქალებს, იყო ისეთი ტანსაცმლის სავალდებულო ტარებას, რომელიც მთლიანად მალავდა სხეულს, რამაც გამოიწვია ბურქას ფასის მკვეთრი ზრდა - თითქმის 10-12-ჯერ და ეს არ იყო უბრალოდ უსაფუძვლო, აკრძალვები: მაგალითად, ტახარის პროვინციაში, თალიბებმა დახვრიტეს ქალი იმიტომ, რომ ფარანჯა არ ეცვა.


რიგ რაიონებში ქალებს კვლავ აეკრძალათ კაცების გარეშე გასვლა, ხოლო თუ ფრჩხილებს შეიღებავენ ლაქით თითების მოკვეთა ემუქრებათ. გარდა ამისა, ქალბატონებს ეკრძალებოდათ ქუსლებიანი ფეხსამლის ტარება, რადგან „ქალის ნაბიჯების ხმა არავის უნდა ესმოდეს“.

image

ახლა კი, საბოლოოდ, თალიბანის პოლიტიკა ქალების მიმართ ლოგიკურ დასკვნამდე მივიდა. ამ კვირაში ავღანეთის განათლების სამინისტრომ საბოლოოდ აუკრძალა ქალებს უმაღლესი განათლების მიღება. სადღაც „სუსტ სქესის“ საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში უკვე აღარ უშვებდნენ, სხვაგან კი გოგონები უნივერსიტეტიდან გარიცხეს.


თუ ადრე ქვეყნის ხელისუფლება ითხოვდა ქალებს და მამაკაცებს განცალკევებით მიეღოთ განათლება უნივერსიტეტებში თუ აკადემიებში, ახლა სრულიად შეატრიალეს სიტუაცია, ვისაც არ გაუმართლა და ბიჭად არ დაიბადა, დიპლომის აღების ოდნავი შანსიც აღარ აქვს.


და ეს კიდვე არაფერია, ჯერ კიდევ ამ წლის მარტში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთელი ავღანეთის მასშტაბით გოგონებს სკოლიდან აძევებენ, ასე, რომ მათ ზოგადი განათლების მიღებაც აღარ შეუძლიათ. შემდეგ თალიბებმა ყველას სწავლის უფლება მისცეს, შემდეგ კი გოგოებს შეზღუდვები დაუწესეს.


თუმცა, ავღანეთში „სუსტი სქესის“ განათლება ამ ფონზე უსარგებლო ხდება, რადგან ქალების წილი, რომლებიც სახლიდან გარეთ მუშაობენ, მუდმივად მცირდება და ახლა 15%-ზე ნაკლებია.


ახლა ავღანეთის ქუჩებში ფარანჯის გარეშე სიარული შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, ხოლო მამრობითი სქესის გარეშე გასვლა სახლიდან 70 კილომეტრზე შორს, ზოგადად მიუღებლად ითვლება. და განსაკუთრებით წასასვლელი არსად არის, რადგან ქალბატონებისთვის აკრძალულია სპორტული დარბაზი, აბანოები და გასართობი კომპლექსები.



0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0