x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გვამების გამტაცებელი, ვირთხების დამჭერი...წარსულის 15 უცნაური პროფესია, რომელთა ადგილიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არ არის

image
მრავალი პროფესიის ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებით, მოცემული პროფესიების საჭიროება გაქრა, რადგან ახლა ისინი შეიცვალა ავტომატური მოწყობილობებით და სხვადასხვა გაჯეტებით. მაგრამ გასულ საუკუნეში ეს პროფესიები ძალიან სასარგებლო და მოთხოვნადი იყო.

1. ბოულინგის კეგლების დამწყობელი, სამუშაო ხმაურიანი და დაბალანაზღაურებადი იყო.imageimage

2. ადამიანი-მაღვიძარები. ეს ადამიანები დადიოდნენ გარკვეულ მარშრუტზე, უკაკუნებდნენ თავიანთ კლიენტებს ფანჯრებზე გრძელი ჯოხით, ისროდნენ ქვებს და ყვიროდნენ მანამ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ გააღვიძეს ადამიანები, რომლებმაც გაღვიძება შეუკვეთეს.imageimage

3. “კომპიუტერი"- ვებსტერის 1828წლის ინგლისურ ლექსიკონში სიტყვა კომპიუტერი ასეა განმარტებული: „ადამიანი, რომელიც აკეთებს გამოთვლებს“. სანამ საგანი გახდებოდა, ეს იყო ადამიანი, ჩვეულებრივ, ახალგაზრდა ქალი. როგორც მიხვდით, ისინი სხვადასხვა ანგარიშით და გამოთვლებით იყვნენ დაკავებულნი, რადგან ვიღაცას ეს საქმე უნდა შეესრულებინა. ახლა ამ სიტყვას სულ სხვა განმარტება აქვს.image

4. საკვამურების მწმენდავი. დიახ, ისინი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მხოლოდ ახლა ეს უფრო მდიდრების ახირებაა, ადრე კი აუცილებლობა იყო. საკვამურებიდან ჭვარტლის წმენდით, ბუხრის მწმენდავები ფაქტობრივად ცივ ზამთარს არიდებდნენ თავს სახლების მეპატრონეებს. საბედნიეროდ, ახლა უფრო მარტივი ვარიანტებია სახლის გასათბობად.image

5. ფაბრიკის მუშათა ლექტორი. მუშაობისას ან სწავლისას ხომ მოგდომებიათ მუსიკის ან აუდიოწიგნის მოსმენა? ფაბრიკის თანამშრომლებსაც იგივე სურდათ. ისინი ქირაობდნენ “ლექტორს", რათა მას მათთვის მუშაობის პროცესში რაიმე ლიტერატურული ნაწარმოები წაეკითხა.image

6. ყინულის მჭრელები. მაცივრის გამოგონებამდე საკვების შესანარჩუნებლად ზამთარში ყინულის შეგროვება იყო საჭირო, რათა ის ზაფხულში გამოეყენებინათ.imageimage


7. მტრის თვითმფრინავების წინარადარული მსმენელები. თვითმფრინავების გამოგონებიდან მალევე, მთელ მსოფლიოში არმიებმა შეიმუშავეს ჰორიზონტიდან მოახლოებული ძრავების ხმის ამოცნობის მეთოდები. რადარის გამოგონებამდე ხალხი ეყრდნობოდა მუშების მგრძნობიარე ყურებს და აკუსტიკური სარკეებს. მტრის თვითმფრინავის მოახლოების გაგონებაზე მსმენელები განგაშს სტეხდნენ. მტრის თვითმფრინავების აღმოჩენა სრულად ავტომატიზირებული იყო.imageimage

8. ვირთხების დამჭერი. როდესაც ევროპა იტანჯებოდა ვირთხების მასიური ინვაზიით, ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. ვირთხები ხშირად ატარებდნენ დაავადებებს და ამ ადამიანებს ნაკბენისგან ავადმყოფობის რისკი ემუქრებოდათ, მაგრამ მათი სამუშაო მნიშვნელოვანი საჯარო სამსახური იყო.imageimage

9. ქუჩის ნათურებზე ცეცხლის მომკიდებელი. ელექტრო ნათურების დანერგვამდე ქუჩის ნათურები ხელით ინთებოდა. სპეციალური ხალხი დადიოდა ქუჩებში და მათი მოვალეობების ჩამონათვალში შედიოდა ფარნების ანთება, ჩაქრობა და საწვავის შევსება.imageimage

10. რძის დამტარებელი. გაციების გარეშე რძე ერთი დღის განმავლობაში გაფუჭდება. ამიტომაც საჭირო იყო ადამიანი ყოველდღიურად რძის მიტანისთვის, მაცივრის გამოგონებამდე. რძის დამტარებლები ძირითადად ქალაქებში მუშაობდნენ, რადგან სოფლად ამის აუცილებლობა არ არსებობდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პროფესია დღესაც არსებობს, ინდოეთში მაგალითად. image

11. მორების მზიდავები. ჯერ კიდევ გზებსა და რკინიგზამდე, მორების გადასატანად საუკეთესო საშუალება იყო მდინარეზე ჯომარდობა. ეს ადამიანები ხელმძღვანელობდნენ ამ პროცესს. ადამიანები ჯგუფებად იყოფოდნენ და მიამარტებოდნენ იმ ადგილებზე, სადაც მორებს შეიძლებოდა ხელი შეეშალათ ცურვაში. ხანდახან დინამიტებსაც კი იყენებდნენ მდინარის გასაწმენდად. მოცემული პროფესია სახიფათო და შესაბამისად საპატიოც იყო.imageimage

12. გადართვის ოპერატორი. დღევანდელი მილიონობით ერთდროული სატელეფონო ზარი ციფრულია. არც ისე დიდი ხნის წინ, ყველა ამ ზარს ხელით აწარმოებდა უთვალავი გადამრთველი ოპერატორი, რომლებიც სიტყვასიტყვით აკავშირებდნენ მავთულებს ერთმანეთზე.image

13. “განდის მოცეკვავეები". ძალიან ეგზოტიურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს ხალხი მძიმე ფიზიკური შრომით იყო დაკავებული. "განდის მოცეკვავეები" არის ჟარგონული ტერმინი რკინიგზის მუშაკებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ რკინიგზის ლიანდაგების გაყვანით, შეკეთებით და პრევენციით. "განდი" ერქვა კომპანიას, რომელიც ამზადებდა ხელსაწყოებს, ხოლო "მოცეკვავეებს" მათ მეტსახელად უწოდებდნენ დამახასიათებელი მოძრაობების გამო, რომლებსაც მუშები ასრულებდნენ საქმიანობის დროს.image

14. გვამების გამტაცებელი. მე-19 საუკუნეში უნივერსიტეტებსა და საავადმყოფოებში ექიმებს უნდა დაექირავებინათ ადამიანები საფლავებიდან გვამების მოსაპარად კვლევისა და ექსპერიმენტებისთვის. ხშირად ამას თავად აკეთებდნენ სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები, რადგან პრაქტიკული დავალებები იყო გაცემული, მაგრამ მათ დამოუკიდებლად უნდა მოეპოვებინათ მასალა. ასე გაჩნდა ასევე საფლავებისთვის სპეციალური დაცვა სახელწოდებით "Mortsafe".image

15. დაგეროტიპისტი. დაგეროტოპი იყო ფოტოგრაფიის წინამორბედი, მხოლოდ მათ შემთხვევაში საბოლოო გამოსახულება იყო არა ფოტოქაღალდზე, არამედ გაპრიალებულ ვერცხლის მოოქროვილი სპილენძის ფირფიტაზე. ვინაიდან გამოსახულება იქმნებოდა ვერცხლისწყლის ორთქლით, ეს იყო ძალიან საშიში და ძალიან ძვირი სიამოვნება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს სურათები საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი კოპირება ვერ ხერხდებოდა.
image























1
639
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
639
  
2022, 31 დეკემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1