x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ნადირობენ "ზინგერის" საკერავ მანქანებზე ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეები? - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ!

image


1990-იანი წლების დასაწყისიდან ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეებს შორის "ზინგერის" სამკერვალო მანქანებზე ნამდვილი ბუმი დაიწყო. ეს ამერიკული ბრენდი - სამკერვალო საქმიანობის ერთ-ერთი ლეგენდაა. ისააკ ზინგერმა საკუთარი წარმოება 1851 წელს გახსნა, მალევე მისმა მანქანებმა მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსიც მოიპოვა. იმისთვის, რომ მანქანები ოკეანის გადაღმიდან რუსეთში არ ჩაეტანათ, ზინგერმა საკუთარი ქარხანა პოდოლსკში გახსნა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, "ზინგერის" "პირმშოზე" მოთხოვნა დღესაც არსებობს, მეტიც, არიან ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გაფუჭებული მანქანების შეძენა სურთ. რისთვის სჭირდებათ ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეებს "ზინგერის" საკერავი მანქანა? და რეალურად რა ლეგენდები და ისტორიები დგას ამ მოთხოვნის უკან? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.




ლეგენდარული ლითონები


image


არსებობს მრავალი მითი და ისტორია, რომელიც "ზინგერის" მანქანების მიმართ ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეთა მუდმივ ინტერესს ხსნის, თუმცა ზოგი მათგანი მათზე ასეთ მოთხოვნას უარყოფს, ზოგიც კი ადასტურებს, ფაქტი ერთია, ამ მარკის მანქანებისადმი ინტერესი კვლავ რჩება. როგორც ამბობენ, რევოლუციამდელ მანქანებზე ბუმი იმ დეტალებთან არის დაკავშირებული, რომლითაც ისინი მზადდებოდა. ამ ვერსიის მიხედვით, ზოგიერთ საკერავ მანქანას პალადიუმის შენადნობებისგან დამზადებული ნაწილები აქვს. პოდოლსკში "ზინგერის" ქარხნის ფუნქციონირების დროს, ეს ლითონი ჯერ კიდევ არ იყო ასეთი ძვირი და ის წარმოებაშიც თავისუფლად გამოიყენებოდა. დღეს, მისი ღირებულება ოქროსა და პლატინას უტოლდება. განძის მაძიებლები სწორედ ამიტომაც აგრძელებენ რევოლუციამდელ მანქანებზე "ნადირობას".


image


არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკების მიერ ძვირფასი ნივთების მასობრივი ექსპროპრიაციის დროს ხელოსნებმა ოქროს, "ზინგერის" კორპუსის ფორმად ან მის ცალკეულ ნაწილებად გადადნობა ისწავლეს. საკერავი მანქანები შრომის იარაღად ითვლებოდა და ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ ჩამორთმევას არ ექვემდებარებოდა. ამბობენ, რომ ოქროს ნაწილებიანი მანქანების პოვნა პერიოდულად დღესაც კი ხდება.





ლეგენდარული სერია



image


არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც "ზინგერის" მანქანებს ანტიკვარიატით მოვაჭრეები სანთლით ეძებენ. 1998 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დღემდე მოქმედი "ზინგერის" კორპორაცია მზად არის ლეგენდარული სერიის ნივთები რომელთა ნომრებიც ერთით იწყება გამოისყიდოს. ასეთი სერიის ერთ პროდუქტში კომპანია მზადყოფნას აცხადებს სავარაუდოდ 30 ათასიდან მილიონამდე გადაიხადოს, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.





ლამაზად გამოიყურება


image


"ზინგერის" მანქანების მიმართ ინტერესის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. ისინი დიზაინერებსა და სხვა შემოქმედებით ადამიანებს განსაკუთრებით ხიბლავთ. გრეხილი გვერდითი ორნამენტები ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელემენტია რეტრო, შები-შიკისა და მოდერნის სტილში. "ზინგერის" საკერავი მანქანა - ბევრ ინსტალაციაში მთავარი ობიექტია. მისგან ამზადებენ მაგიდებს, კონსოლებს, წიგნის თაროებსა და სხვას. დიზაინერები მათში რა თქმა უნდა, მილიონს არ გადაიხდიან, თუმცა რევოლუციამდელ "ზინგერებზე" მოთხოვნა მრავალი წლის განმავლობაში კვლავაც არ ეცემა. არიან კოლექციონერებიც, რომლებიც ყიდულობენ მანქანებს შეგროვების მიზნით ან როგორც ანტიკვარულ იშვიათობას.


image


ამ მარკის მანქანების ყიდვის ძალიან პროზაული მიზეზიც არსებობს და უნდა აღინიშნოს რომ კერვის მოყვარულებს შორის, არც იმდენად ცოტა ადამიანია ვინც თანამედროვე, საკერავ მანქანებთან შედარებით უპირატესობას მაინც ძველებურ "ზინგერის" მარკას ანიჭებს. მკერავები ზემოხსენებულ ბრენდს აფასებენ, ვინაიდან ის - სქელი ჯინსიდან და ტყავიდან დაწყებული მსუბუქი აბრეშუმით დასრულებული ყველაფერს კერავს, ამიტომ ადამიანები მათ როგორც წესი, ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ანდაც სათადარიგო ნაწილებისთვის ყიდულობენ.



0
2595
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2595