საზოგადოება "რა არის ამ საქმეში დასაცინი?! რა არის ამ საქმეში სასირცხვილო?!" - ნიკა ქავთარაძე 2022, 21 დეკემბერი, 16:17 ![]() "ამ თემაზე არ მინდოდა არაფრის დაწერა, რადგან ზოგჯერ სჯობს გაატარო. უბრალოდ, მარტო მე რომ მეხებოდეს ასეც ვიზამდი. ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი ძვირფასია, ვისთან ერთადაც საქმეს ვაკეთებ. მათ შორის ის ახალგაზრდები, ვინც საინფორმაციო ფურცლებს (ფლაერებს) ურიგებს მოქალაქეებს. მაგ დროს ეგ ხალხი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. სწორედ ამ საქმის მნიშვნელობა არის მიზეზი, რომ მეც ვდგავარ ხოლმე და ვარიგებ ამ ფლაერებს. სამწუხაროდ, ადამიანებმა დაივიწყეს, რომ სიტყვას აქვს ძალა. დაუვიწყეს, რომ შეუძლიათ დაუდევრობით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ადამიანს გული გაუტეხოს. 99, % ვისაც მე ვაძლევ ხოლმე ამ ფლაერებს, ხვდებიან, რაც ხდება. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ირონიულად და ცინიკურად ამბობენ და აქაც წერენ - ეს რა დაგმართნია?! უკვე ამასაც აკეთებ?! შესაბამისად ცდილობენ ამით დამცინონ. თუმცა მე ეს ამბავი გულს ვერ მატკენს. ვერ მატკენს, რადგან ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულით ვაკეთებ ამ საქმეს. მაგრამ გული ეტკინებათ იმათ, ვინც პრომოდ (ფლაერების დამრიგებლად) მუშაობს. რა არის ამ საქმეში დასაცინი?! რა არის ამ საქმეში სასირცხვილო?! ზუსტად ვიცი, რომ ეს ეპოქა მალე დასრულდება და ერთმანეთის უმიზეზოდ დაცინვა გახდება სირცხვილი!"-წერს სოციალურ ქსელში ნიკა ქავთარაძე. 536 3-ს მოსწონს
|