x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"გმადლობთ, რომ 2008 წელს იმ შერეკილ კაციჭამიას აფხაზეთის და ოსეთის გადასანსვლის უფლება არ მიეცით" - მარგარიტა სიმონიანი
image

კრემლის პროპაგანდისტმა და სატელევიზიო არხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ტელეკამერების წინ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩაღებული ომისთვის. ეს მოხდა სამშაბათს, 20 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე.


ვლადიმერ პუტინმა სომხური წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი რუსი პროპაგანდისტი ორდენით დააჯილდოვა. ჯილდოს გადაცემის დროს სიმონიანმა პრეზიდენტს ჩუმად რაღაცაც უთხრა, რის შემდეგაც იგი ტრიბუნაზე ავიდა.


"მრავალი წელია თქვენი ხელმძღვანელობით ვმუშაობ და ყოველთვის მინდოდა მეთქვა. მეჩვენება, რომ ახლა შესაფერისი დროა. გმადლობთ კანიბალების დახოცისთვის", - განაცხადა სიმონიანმა ტრიბუნიდან.




ამის შემდეგ ტელეკომპანია RT-ის მთავარმა რედაქტორმა მადლობა გადაუხადა პუტინს ყველა იმ ომისთვის, რომელიც რუსეთმა გააჩაღა ბოლო 30 წლის განმავლობაში.


„გმადლობთ, რომ იმ შერეკილ კაციჭამიას აფხაზეთის და ოსეთის გადასანსვლა არ დაანებეთ 2008 წელს. გმადლობთ, რომ ახლახან შეაჩერეთ ხოცვა ყარაბაღში“, - თქვა სიმონიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომზე და 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომზე.


ცალკე, განსაკუთრებული „მადლობა“ უთხრა სიმონიანმა რუსეთის პრეზიდენტს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებისთვის.


"გმადლობთ, რომ გადაწყვიტეთ ეს. ჩვენ დაგეხმარებით მივაფსათ კაციჭამიებს, რამდენსაც თქვენ ჩვენგან მოითხოვთ", - დაასრულა პროპაგანდისტმა სიტყვა.(ფრაზაში " მივაფსავთ" სიმონიანი გულისხმობს პუტინის 1999 წელს წარმოთქმულ ცნობილ ფრაზას "будем мочить в сортире", რომელიც გროზნოს დაბომბვის დროს წარმოთქვა)


0
387
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0