x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სად ინახება ალბერტ აინშტაინის თვალები?

image


ბრაზილიის პირველი იმპერატორის, პედრუ I-ის გული უკვე 187 წელია პორტუგალიის ლაპას ღვთისმშობლის ტაძარში სპეციალურ ხსნარში ინახება. სამშობლოში ის მხოლოდ რამდენიმე დღით, ქვეყნის დამოუკიდებლობის 200 წლისთავის აღსანიშნავად ჩაიტანეს.


image


გენიალური მეცნიერისა და კაცობრიობის უდიდესი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის სპეციალურ ხსნარში დაკონსერვებული თვალები ნიუ-იორკის ერთ - ერთი ბანკის სეიფში ინახება.


image


გალილეო გალიელის მუმიფიცირებული შუა თითის ნახვა მსურველებს ფლორენციის მეცნიერების ისტორიის მუზეუმში შეუძლიათ, ხოლო რაც შეეხება ამერიკის რიგით მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის თავის ქალას ფრაგმენტები და ტყვია, რომელმაც ის სიცოცხლეს გამოასალმა შეგიძლიათ აშშ-ს ჯანმრთელობისა და მედიცინის ეროვნულ მუზეუმში იხილოთ. ფილადელფიის სამედიცინო კოლეჯის მუზეუმში, მინის ქილაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, გროვერ კლივლენდის ყბაზე არსებული წარმონაქმნის ხილვის შესაძლებლობაც გაქვთ.


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ-ერთ კერძო კოლექციაში ნაპოლეონის მუმიფიცირებული სასქესო ორგანოც კია დაცული, ხოლო თუ პეტერბურგის ეროტიკის მუზეუმის კედლებში ერთხელ მაინც აღმოჩნდით გრიგორი რასპუტინის დასპირტულ "ღირსებას" აუცილებლად გადააწყდებით.







0
262
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
262