x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხვიჩა კვარაცხელია არგენტინის გამარჯვებას ორიგინალური ფოტომონტაჟით გამოეხმაურა
image

უპირველესი ამომავალი მსოფლიო ვარსკვლავი საქართველოდან, "ნაპოლის" ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია არგენტინის გამარჯვებას ფინალურ მატჩში მსოფლიო თასზე საფრანგეთის წინააღმდეგ ორიგინალური სიმბოლური ფოტოშოპით გამოეხმაურა.


ფოტოზე აღბეჭდილია დიეგო მარადონა, ქვეყნის ნაკრების მაშინდელი კაპიტანი ფიფას მსოფლიო თასს გადასცემს ამჟამინდელ კაპიტანს ლიონელ მესის, შეგახსენებთ, არგენტინა უკანასკნელად 1986 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როდესაც ფინალში დაამარცხა გერმანიის ნაკრები 3:2 და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.არგენტინის ნაკრებმა მხოლოდ 36 წლის შემდეგ შეძლო წარმატების გამეორება.

image


შეგახსენებთ, გუშინ ყატარში გაიმართა მსოფლიო თასის 22-ე გათამაშებების ფინალი, სადაც არგენტინა და საფრანგეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.


ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და, ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ.


მეტად დრამატული მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა, დამატებით დროში მეტოქეებმა კიდევ თითო-თითო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიით გამოვლინდა.


არგენტინამ პენალტებში 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.


კილიან მბაპემ, რომელმაც ამ მატჩში ჰეტ-თრიკი შეასრულა საბოლოოდ რვა გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ლიონელ მესი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.

image

2
267
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
2022, 31 დეკემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2