x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ყოველთვის თქვი დიახ"-რა რჩევებს აძლევდნენ ქალებს მე - 19 საუკუნეში
image

მე-19 საუკუნეს, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი მახასიათებლები.გალიაში დამწყვდეული ჩვილები ფანჯრის რაფაზე ჰყავდათ შემოდებული, ექიმები პაციენტებს კოკაინსა და ოპიუმს უნიშნავდნენ, ხალხი ტანსაცმელში დარიშხანს ინახავდა და სხვა. დღეის გადასახედიდან არა ნაკლებ უცნაური იყო რჩევები ქალებისათვის, რომელიც ქალთა ჟურნალებში, სპეციალურად გამოშვებულ წიგნებში ქვეყნდებოდა ან პირადად ურჩევდნენ.ქვემოთ გაეცნობით ზოგიერთ მათგანს.


ელიზაბეტ ლანფიარი, ინგლისელი ავტორი 1824 წლის პუბლიკაციაში "წერილები ახალგაზრდა ქალბატონის დახმარებლად", წერდა:


ყოველთვის თქვი "დიახ"



„ყოველთვის დათანხმდით ქორწინების პირველივე წინადადებაზე. იმაზე უარესი არაფერია, გიწოდონ შინაბერა და ყველას დასაცინი გახდეთ".


შენ დონეზე იყავი


„არასდროს დაქორწინდე უფრო დაბალი დონის მამაკაცზე, თორემ შეიძლება ყველა შენმა მეგობარმა ზურგი გაქციოს. ის შეიძლება იყოს მხოლოდ შენზე მდიდარი ან კეთილშობილი, მაგრამ არანაირად შენს ოჯახზე ნაკლები ან კეთილშობილი."


გააფრთხილე შენი "ცუდი ჩვევის" შესახებ


1918 წლის პროგრესულ წიგნშიც კი, „ქალი და ქორწინება“ გოგონებს ურჩევდნენ, წინასწარ გაეფრთხილებინათ ქმარი, თუ ისინი აღიარებდნენ რაიმე სუფრაჟისტულ ერესს: „თუ გსურთ შეინარჩუნოთ რაიმე უფლება თქვენს სხეულსა და ქონებაზე ქორწინებაში, წინასწარ გააფრთხილეთ თქვენი ქმარი, რათა მან იცოდეს ვისზე ქორწინდება, რათა დროზე შეძლოს გადაიფიქრება.


ნუ იწუწუნებ ცუდ ქმარზე


„ყოველთვის შეინარჩუნე თანაბარი, მეგობრული დამოკიდებულება ქმრის მიმართ, რაც არ უნდა არასრულყოფილი იყოს ის. ერთ დღესაც დააფასებს ამას“.



დაე, ის ყოველთვის იყოს მართალი



„ქორწინებაში ჰარმონიული ურთიერთობისთვის ქალმა უნდა გაწიროს თავისი ხმის მიცემის უფლება და სიმართლე"



მაკიაჟის გარეშე


მე-19 საუკუნის დასასრულის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ მაკიაჟს მხოლოდ მეძავები იკეთებენ და ასეთი რამ ოჯახის ქალისთვის უხამსობად ითვლება.


ძალიან თვალშისაცემად არ უნდა გამოიყურებოდე


"ქმარი არ უნდა დაიჩრდილოს მდიდრულად ჩაცმული ცოლის წინაშე."



სექსი და კვება გრაფიკით


1861 წელს ინგლისელმა ჰიგიენისტმა ჯეიმს ეშტონმა წაიკითხა ლექცია ოჯახურ ცხოვრებაზე, სადაც ბრძანა არ ეჭამათ სექსამდე ერთი საათით ადრე და ნახევარი საათის შემდეგ. და საერთოდ, სექსი და კვება გრაფიკით უნდა ყოფილიყო.



დაწოლის დროს შეარჩიე სწორი პოზიცია


მან ასევე მიუთითა, რა პოზაში უნდა შეასრულოს ცოლმა დაკისრებული მოვალეობა, რომ ქმარმა გარყვნილ ქალად არ ჩათვალოს.



და მათ შეუძლიათ გააკეთონ რაც უნდათ


მამაკაცებს კი სრული თავისუფლება ეძლეოდათ. ტერეზა ონეილი, "ვიქტორიანული რეკომენდაციების" ავტორი, წერდა: „დაშვებულია, რომ კაცმა მოიძიოს და სცადოს სხვადასხვა გოგოებთან, სანამ ის თავის თანამეცხედრეზე არ გადაწყვეტს გაუჩინოს მას შვიდი შვილი"

1
216
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
2022, 19 დეკემბერი, 19:32
არა! :)))))
0 1 1