x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ეს შემზარავი არსებები, რომლებსაც თვალების ირგვლივ რქოვანი წარმონაქმნები ჰქონდათ, 76 წლის წინ დედამიწაზე ბატონობდნენ
დესპლეტოზავრი - ასე ეწოდება შემზარავ დინოზავრს, რომელიც 76 მილიონი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში ბატონობდა. მეცნიერებმა ბოლო წლებში მის შესახებ ძალიან საინტერესო მასალები მოიპოვეს.


დესპლეტოზავრი ლეგენდარული ტირანოზავრი რექსის პირდაპირი ნათესავი იყო. ის ტირანოზავრების ცალკე სახეობას წარმოადგენდა, რომლებსაც თვალების გარშემო რქოვანი წარმონაქმნები გააჩნდათ, რათა მათი მხედველობის ორგანოები კარგად ყოფილიყო დაცული სხვა დინოზავრებთან შეტაკებების დროს.


გარდა ამისა, ამ შიშისმომგვრელ დინოზავრს, რომლის დამმარცხებელი მის თანამედროვე ცოცხალ არსებათა შორის არ არსებობდა, მასიური თავის ქალა, უმძლავრესი ყბები და სქელი კუდი ჰქონდა, რითაც მსხვერპლთან ან სხვა დესპლეტოზავრებთან შეტაკების დროს წონასწორობას შესანიშნავად იცავდა.


დინოზავრი



მაგრამ აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ თავისი უშუალო ნათესავის, ტირანოზავრისგან განსხვავებით, რომელიც 12 მეტრამდე იყო სიგრძით, დესპლეტოზავრი შედარებით მომცრო იყო და მხოლოდ 9 მეტრს აღწევდა, თუმცა ტირანოზავრის 8-ტონიან წონას მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდებოდა.


ამ დინოზავრის სხეულის ნამარხი ნარჩენები პალეონტოლოგიის პროფესორმა, ჯეკ ვილსონმა 2017 წელს აღმოაჩინა ჩრდილოეთ დაკოტის ტერიტორიაზე. ამიტომ მის საპატივსაცემოდ ახლად აღმოჩენილ დინოზავრს მოგვიანებით მეორე სახელად მისი გვარი ეწოდა - დესპლეტოზავრი ვილსონი. თავად დესპლეტიზავრი კი ბერძნულად “შემზარავ ხვლიკს” ნიშნავს.


დინოზავრი


წარმოიდგინეთ, მართლაც რა შემზარავი უნდა ყოფილიყო ეს სამგზავრო ავტობუსის მსგავსი არსება უზარმაზარი და უძლიერესი ყბებით და ამ ყბებში ჩამწკრივებული ხანჯლებივით კბილებით. ის ხომ ერთი კბენით ცხენს შუაზე გაგლეჯდა!


საინტერესოა, რომ პალეონტოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს იმას, რომ ზოგიერთ დესპლეტიზავრს ევოლუციის პროცესში შესაძლოა ტირანოზავრზე უფრო დიდი ზომებისთვისაც კი მიეღწია. ეს თუ დამტკიცდა, ტირანოზავრს ჩამოერთმევა დედამიწაზე არსებული ყველაზე საზარელი მტაცებლის წოდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პალეონტოლოგებმა ოდესმე ტირანიზავრ რექსზე დიდი და საზარელი მტაცებლის ნაშთები სადმე მართლა აღმოაჩინონ. ასეთ შემთხვევაში კი ისტორია ნამდვილად თავიდან გადაიწერება.


დინოზავრი

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0