x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რომ გავასაჯაროო, დედა შვილს არ აიყვანს" - ვის ემუქრება თამარ ჩერგოლეიშვილი კომპრომატებით

image


"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:

"ისე, რაც მე ციხიდან მოწერილი წერილები მაქვს – ვანოსი, უგულავასი, კეზერაშვილის, ეგ ყველაფერი რომ გავასაჯაროო, ნაცებში დედა შვილს არ აიყვანს, ”


მაგრამ ცხადია ამას, რომ მაწამონ, არ ვიზამ.


მემუარებისთვის ვინახავ და მაშინაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებ, თუ საინტერესო იქნება კონტექსტისთვის – და არა ვიღაცის გასაშავებლად.


პ.ს. მელიას რომ ჩანაწერს უვრცელებენ, ამას ვეხმაურები"- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვის პოსტში.


ნიკა მელიას შესახებ არსებულ სავარაუდო ფარული ჩანაწერების შესახებ "ენმ"-ს წევრმა ეკა ხერხეულიძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მოგვიანებით ხერხეულიძის მიერ ნახსენებ ფალსიფიცირებულ კადრებზე ასეთი განცხადება გააკეთა:


"ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ხელისუფლების “მეცადინეობის” გარეშე, რომელთათვის ნორმად არის ქცეული მოსმენა, მიყურადება, შანტაჟი, დამცირება და ამიტომ წყარო ეს ხდება, როცა ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი, აბა წყარო რა შეიძლება იყოს. ამის მიღმა, ვის ხელშია, ვინ დაატარებს, ვისი ტელეფონიდან ვისში ვარდება, რას აკეთებენ, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება, ეს ყველაფერი მომავალში გაირკვევა. ამის დრო ახლა არ არის", – განაცხადა ნიკა მელიამ.




0
608
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
608