x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
წყვილმა 6 თვეში ველოსიპედით მსოფლიო შემოიარა


imageლორა მასეი-პიუ და სტივ მასეი მსოფლიოს ირგვლივ ველოსიპედით მოგზაურობისას





ლორა მასეი-პიუ და სტივი მასეი დიდი ბრიტანეთიდან არიან. მათ სურთ, რომ გახდნენ ადამიანები ვინც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შემოუარა ველოსიპედით.


ცოლ-ქმარმა მოგზაურობა 5 ივნისს დაიწყო. გაიარეს 28, 968 კილომეტრი და იყვნენ 21 ქვეყანაში, რასაც მათთვის მხოლოდ 6 თქვე დასჭირდა.


მათ ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს ლუდის ფესტივალზე. მაშინ ლორა მოყვარული ველოსიპედისტი იყო, სტივი კი გამოცდილი გრძელ დისტანციაზე მრბოლელი.




რამდენიმე პაემნის შემდეგ სტივმა გასასეირნებლად ორადგილიანი ველოსიპედით წაიყვანა და ლორა გაოცებული დარჩა.



ლორას ვერ წარმოეგინა თუ სუპერსტოკერი გახდებოდა. „სტოკერი“ არის ადამიანი, რომელიც ველოსიპედის უკანა სავარძელზე ზის, წინ მჯდომს კი "კაპიტანი ჰქვია".


წყვილი 2018 წელს დაქორწინდა, ერთად ბევრ დროს ატარებდნენ ველოსიპედით.


მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მათ შთააგონა წიგნმა ქეთ დიქსონისა და რაზ მარსდენის შესახებ, რემლებმაც დაამყარეს რეკორდი ტანდემური ველოსიპედით მსოფლიოს ყველაზე სწრაფად შემოვლაში.



მათ იფიქრეს რომ "ჩვენც შეგვიძლია ამაზე უფრო სწრაფად" და დაიწყეს ამ საქმის დეტალური შესწავლა. მალე აღმოაჩინეს, რომ თუ აქამდე არსებობდა რეკორდსმენი ქალები და კაცები ორადგილიანი ველოსიპიდით მსოფლიო გარშემო სწრაფად შემოვლაში, არ არსებობდა რეკორდსმენი შერეულ მამაკაცებსა და ქალებში.



რეკორდის მისაღწევად, მათ უნდა შეესრულებინათ გინესის მსოფლიო რეკორდების რიგი მოთხოვნები, მათ შორის ველოსიპედით მინიმუმ 18000 მილის გავლა იმავე მიმართულებით, ორი ანტიპოდური წერტილის გავლა, პლანეტის საპირისპირო მხარეს მდებარე ადგილები და იმავე ადგილას დაბრუნება საიდანაც დაიწყეს მოგზაურობა.



მოგზაურობის დაწყებამდე ისინი 18 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ და გადიოდნენ ტრენინგს რათა მიზნის სწრაფად მისაღწევად კარგად დაეგეგმათ საკმაოდ სარისკო მოგზაურობა. ექვსთვიანი მოგზაურობის დაწყებამდე ერთად ათასობით მილს გადიოდნენ ტანდემში, ისინი ამბობენ რომ ეს მოსამზადებელი ეტაპი მათი მიზნის ნახევარს წარმოადგენდა.



ისინი მათი შეკვეთით დამზადებული ველოიპედით მოძრაობდნენ, რომელიც აღჭურვილია ისე, რომ გაიყოს ორ ნაწილად, რათა შესაძლებელი იყოს ცალკე ველოსიპედის ყუთებში შეფუთვა თვითმფრინავით მოგზაურობისთვის.


ველოსიპედი ღირს დაახლოებით 9900 დოლარი და აწყობილია Tandem Experience & Tandem Shop -ის მიერ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ტელფორდში, ხოლო ჩარჩო დაამზადა ამერიკულმა კომპანია Co-Motion Cycles-მა.



წყვილი მოგზაურობას თავის ბლოგზე აღწერს. ისინი ამბობენ, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 10 საათსს ატარებდნენ ველოსიპედს.


ისინი ამჟამად ელიან გინესის მსოფლიო რეკორდებს, რათა დაადასტურონ თავიანთი ახალი რეკორდი ტანდემური ველოსიპედით შემოვლით შერეულ გუნდთან ერთად.

გასათვალისწინებელია, რომ მათ ეს უფრო სწრაფად მოახერხეს ვიდრე მამაკაცთა გუნდმა ამჟამინდელი რეკორდი - 281 დღე - და ქალთა გუნდი - 263 დღე.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageისინი საქართველოშიც იმყოფებოდნენ













0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0