x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ვინ არის პირველი სპორტსმენი ქალი, რომელიც Maxim-მა პირველად ისტორიაში მსოფლიოს №1 ქალად დაასახელა
image

პეიჯ რენე სპირანაკი (დაიბადა 1993 წლის 26 მარტს) არის გოლფის ამერიკელი ინსტრუქტორი YouTube-ზე 260 000-ზე მეტი გამომწერით და 145 ვიდეოგაკვეთილით.


სოციალური მედიაში ამ საოცრად მომხიბვლელ და სექსუალურ გოგონას 3, 2 მილიონი გაომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე" და იგი გოლფის ყოფილი პროფესიონალი მოთამაშეა.

image


იგი თამაშობდა გოლფს კოლეჯთა პირველ დივიზიონში ჯერ არიზონას უნივერსიტეტში და შემდეგ სან დაიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.


მოგებული აქვს All-Mountain West Conference( ყველა მთის დასავლეთის კონფერენციის) ჯილდოები 2012-13 და 2013-14 სეზონებში და აცტეკები მიიყვანა 2015 წელს All-Mountain West Conference-ს ჩემპიონობამდე.

image

სპირანაკი დაიბადა უიტ რიჯში, კოლორადოში, ხორვატი მშობლების ოჯახში. მამამისი, დენი, იყო პიტსბურგის უნივერსიტეტის "პანტერსის" საფეხბურთო გუნდის წევრი, რომელმაც მოიგო 1976 წლის კოლეჯის ეროვნული ჩემპიონატი. დედამისი, ანეტა, პროფესიონალი ბალერინა იყო. მისმა უფროსმა დამ, ლექსიმ, ასევე მიიღო კოლეჯის სპორტული სტიპენდია სტენფორდის ტრეკის გუნდში ასპარეზობისას.

image

სპირანაკი გაიზარდა მონუმენტში(კოლორადოს შტატი), სადაც ვარჯიშობდა ტანვარჯიშში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის იმედით. 12 წლის ასაკში ორჯერ გატეხილმა მუხლმა მისი ოცნებები საბოლოოდ ჩაშალა და გოგონა იძულებული გახდა გოლფისკენ გადახრილიყო.

image

სოირანაკი წარმოდგენილი იყო Sports Illustrated Swimsuit-ის გამოცემაში და Golf Digest-ში. მან დაიწყო ყოველთვიური სვეტის წერა Golf Magazine-სთვის 2018 წლის დეკემბრიდან.

image

2022 წლის ივნისში სპირანაკი დასახელდა "მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად" 2022 წლის Maxim's Hot 100 სიაში და ის იყო პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მიაღწია ნომერ პირველ ადგილს Hot 100 სიაში.

image

სპირანაკის ხშირად აკრიტიკებენ „ქალთა გოლფის სექსუალიზაციის გამო"


image

0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0