x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პენტაგონმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების ყოფნის მტკიცებულება ვერ იპოვა
image

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ დაზვერვის საკითხებში რონალდ მოულტრიმ განაცხადა, რომ პენტაგონმა ვერ აღმოაჩინა ობიექტური მტკიცებულება უცხოპლანეტელების დედამიწაზე ვიზიტის შესახებ.



„ჩვენ ვერაფერი ვიპოვნეთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, უცხო წარმოშობისა იყო“, - განუცხადა მოულტრიმ CBS News-ს.


გამოცემა ასევე იტყობინება, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილებამ, რომელიც სპეციალურად შეიქმნა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული მონაცემების შესასწავლად, ახლახან მიიღო ასობით ახალი "მტკიცებულება" უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შესახებ.



თუმცა მათ თვალში არაფერი მოსვლიათ ისეთი, რაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტორს სპეციალური დანიშნულების თანამშრომლებს, სულ მცირე, აფიქრებინებდათ სხვადასხვა ობიექტების არამიწიერ და ინტელექტუალურ წარმომავლობას.


მანამდე, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი იტყობინებოდა, რომ 2004-2021 წლებში დაფიქსირდა სამხედრო თვითმფრინავის პილოტების მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ხილვის 144 შემთხვევა. ამ კონტაქტებიდან ზოგიერთი მოწყობილობებმაც ჩაიწერა.


თუმცა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უცხო წარმოშობა არ არის დადასტურებული. პირიქით, ამოუცნობ კონტაქტის ყველა შემთხვევა აიხსნება ან მეტეოროლოგიური ანომალიებით ან პოტენციური მტრის დრონებთან შეტაკებით.

0
273
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0