კინო ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრუს უილისს დაავადება გაუმწვავდა, მისი როგორც მსახიობის დატვირთული ექსპლუატაციის გამო 2022, 16 დეკემბერი, 17:39 ცნობილ ამერიკელ მსახიობს ბრუს უილისს დაუდგინდა დაავადება, რომელსაც ტვინის ტრავმა, ინსულტი, ტვინის სისხლძარღვების იშემია და მთელი რიგი სხვა პრობლემები იწვევს.
მსახიობს დაუდგინეს აფაზია– დაავადება რომელსაც ახლავს მეტყველების მოშლა. დაავადება ხასიათდება სიტყვების გამოყენების შესაძლებლობის დაკარგვით, რაც საჭიროა აზრების გამოხატვისა და ადამიანებთან ურთიერთობისთვის. საუბრის გაგება ხდება არტიკულაციური აპარატის ფუნქციის და სმენის შენარჩუნების შემთხვევაში. ბოლო დროს მსახიობს მეტყველებაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, გარდა ამისა მსახიობს უკვე ოჯახის წევრების ცნობაც უჭირს, მთლიანობაში მსახიობის მდგომარეობა დამძიმდა. მკურნალობა სპეციალიზირებულ კლინიკაში მიმდინარეობს, მისი ოჯახის წევრების თქმით მსახიობს უჭირს მეტყველება, გამოთქმულს კი ძნელად გაარჩევს ადამიანი რაც თრგუნავს ცნობილ მსახიობს. უილისს უამრავ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, საუბარია თრილერის ჟანრის ფილმებზე და არაა გამორიცხული ფილმის გადაღბისას მიეღო თავის ტვინის ტრავმა, რამაც ახლახანს იჩინა თავი. მსახიობს ინტენსიურად იღებდნენ ფილმებში რაც მსახიობის რეაბილიტაციის პროცესს უშლიდა ხელს, მარტო წელს უილისი გადაღბულია 12 სხვადასხვა ჟანრის ფილმში, აქედან რამდენიმეს აქვს კრიტიკოსების თქმით მხატვრული ღირებულება, მაგრამ თავად ფაქტი ერთ წელიწადში 12 ფილმში მონაწილეობა საკმაოზე მეტად დატვირთავდა მსახიობს. მომავალ წელს კიდევ 2 ფილმი გამოვა უილისის მონაწილეობით. დაძაბულმა რეჟიმმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ცნობილი მსახიობის ჯანმრთელობაზე. არ მესმის როგორ უნდა იყოს პროდიუსერი ასეთი ცინიკოსი, ფულის გამო ავადმყოფი ადამიანი ასე დატვირთოს როლებით. 101 4-ს მოსწონს |