x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საიდუმლო: სენსაციებს ნუღა ელით
image

ჯონ კენედის სიკვდილი დღესაც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება.



შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში მოკლეს, როცა ის მეუღლესთან ერთად კაბრიოლეტით ქალაქის ქუჩებში მოძრაობდა.

image


წინა სავარძელზე იჯდა ტეხასის გუბერნატორი კონალი, რომელიც ასევე დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. მალე პოლიციამ ყოფილი საზღვაო ქვეითი, მარქსისტი ლი ჰარვი ოსვალდი დააკავა. იგი პრეზიდენტის მკვლელობაში იყო ბრალდებული.



24 ნოემბერს ოსვალდი სატელევიზიო კამერების ფონზე დალასის პოლიციის დეპარტამენტის სარდაფიდან ციხეში გადაჰყავდათ, როდესაც მოულოდნელად ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ სავარაუდო მკვლელს მუცელში ესროლა და ეს მოხდა მილიონობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში.

image

ყოფილი საზღვაო ქვეითი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად რუბი კი ციხეში კიბომ იმსხვერპლა.


სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მთავარი მოსამართლე ერლ უორენი, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ დაადგინა, რომ კენედის მარტოხელა ტერორისტმა ესროლა. არ მოიძებნა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი ან ჯეკ რუბი „მონაწილეობდნენ რაიმე საშინაო ან საერთაშორისო შეთქმულებაში“.


თუმცა, ამ დრომდე, გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელთა 70 პროცენტს არ სჯერა მარტოხელა მსროლელის ოფიციალური ვერსიის. სამაგიეროდ ათეულებოთ სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს მასიური გავრცლება მოყვა. ამერიკული თუ იტალიური მაფია, დასავლური სადაზვერვო სააგენტოები, ფიდელ კასტრო. იმასაც ამბობდნენ, რომ მკვლელობა ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა შეუკვეთაო, რათა თავად გამხდარიყო თეთრი სახლის მეთაური. როგორც ჩანს, მხოლოდ უცხოპლანეტელებიღა დარჩნენ, რომ კენედის მკვლელობაში არ დაედანაშაულებინათ.


რა თქმა უნდა არც „კაგებე“ გამორჩენიათ. ბოლო-ბოლო ლი ჰარვი ოსვალდი ხომ სამი წელი ცხოვრობდა სსრკ-ში, მუშაობდა მინსკის რადიო ქარხანაში. სამშობლოში რუს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ამიტომ, ერთ-ერთი პირველი ვერსია იყო - მკვლელობა მოაწყო კგბ-ს დაქირავებულმა აგენტმა ოსვალდმა.


მაგრამ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა სწრაფად უარყვეს ეს ვერსიაც.



დიდი ხმაური გამოიწვია 1991 წელს ცნობილი რეჟისორის ოლივერ სტოუნის ფილმმა "ჯონ ფიცჯერალდ კენედი. კადრები დალასში", რომელიც ნომინირებული იყო "ოსკარზე", ფილმის მიხედვით პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება ამერიკული სპეცსამსახურებისა და სამხედროების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი მხოლოდ 2029 წელს გასაჯაროვდებოდა.


ფილმს დიდი ძალა აქვს, ამიტომ საზოგადოების ზეწოლით დოკუმენტები ბევრად უფრო ადრე გასაჯაროვდა.მანამდე ნაწილი უკვე გამოქვეყნებული იყო, 2017 წელს კი პრეზიდენტ ტრამპის დროს კიდევ გამოქვეყნდა 2800 გასაიდუნლოებული დოკუმენტი, რომელმაც თითქმის ვერაფერი შემატა აქამდე ბურუსით მოცულ საქმეს.


და აი ბაიდენის დროს 2021 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა დაახლოებით 1, 5 ათასი დოკუმენტი.


ახლა კი თეთრი სახლის ბრძანებით, კიდევ 13, 251 საიდუმლო ფაილი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ეროვნული არქივისა და ჩანაწერების ადმინისტრაციის ვებსაიტზე.


თუმცა, შეთქმულების თეორეტიკოსებს სიხარულის საფუძველი არ აქვთ. ექსპერტების აზრით, იქ სენსაციური არაფერია. არის რამდენიმე დეტალი ლი ჰარვი ოსვალდის ცხოვრების შესახებ.სხვა ხელმოსაჭიდი არც არაფერია, ასე, რომ ის დღემდე ითვლება კენედის მარტოხელა მკვლელად.


„საუკუნის დანაშაულის“ კიდევ 2545 დოკუმენტი 2023 წლის ივლისისთვის გაიხსნება.


0
263
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0