x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"როგორ დავიჯერო ჯაბა იოსელიანის დონეზეც არ გიყვარს, ერთი სიტყვა რომ შეაწიო?"-გიგა მაქარაშვილი

image

"ხო ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის კადრები ჯერ საპატრიარქოში ნახეს და მერე დადეს საჯაროდ ...
რაო, რა გაიფიქრე პატრიარქო?
“მოკვდება და წესს ავუგებ”?
“უფალი მოწყალეა”?
“მეტის ღირსია”?
როგორ დავიჯერო ჯაბა იოსელიანის დონეზეც არ გიყვარს, ერთი სიტყვა რომ შეაწიო?
კიტოვანზე 10ჯერ ნაკლებ პატივსაც არ სცემ, შენი ერთი სიტყვით რომ გადაარჩინო მომაკვდავი კაცი?
განა ყველაზე ცოტა ქონება მიშას დროს მიიღო საპატრიარქომ? ამისთვის სჯი?
პირჯვარი თუ გადაიწერე ბოლო კადრზე?
P.S. მე აღარ, მაგრამ, აი შენი მრევლი კი გელოდება და იცოდე მათში ბევრია, რომელიც ციხეში პატიმარს არ მოკლავდა
ამინ"-წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა. ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს."-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
image

გამოქვეყნებულმა ვიდეომასალამ საზოგადოებაში ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ორ უკიდურეს მოწინააღმდეგე ბანაკად არის დაყოფილი.
1
485
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
485
  
2022, 15 დეკემბერი, 18:33
ესეთი კადრების გავრცელება რაღა უბედურებაა არის? ეს თუ ადამიანების დაყოფას არ ემსახურება,რა არის აბა? მართალია ვფიქრობ,რომ ქოცეთი და ნაცეთი ერთი ხუია,თავიანთი ამომრჩევლიანა სამკურნალონი არიან,მარა ეს სირობა რა პონტში გამოფინეს საჯაროდ.

ერთი ფაქტია,ის ერთადერთი ოსკარი დიკაბრიოს რო მისცეს,ამისთვის უნდა მიეცათ სინამდვილეში. კადრების ბოლო ეპიზოდში ოსკარის ოსკარი ეკუთვნის ამ კაცს. მართლა ნიჭიერია ეს ჩემისას,მარა გიჟია
0 1 1