x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ენ ელიზაბეტ ჰოჯესი- ქალი, რომელსაც მეტეორიტი დაეცა და გადარჩა

image
პლანეტის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა მოახერხა გადარჩენა კოსმოსიდან თავდასხმის შემდეგ, მოხდა 1954 წლის 30 ნოემბერს. ამ დღეს ასტეროიდის ტოროს ფრაგმენტი დაეცა ამერიკულ ქალაქ სილაკაუგაში, ალაბამაში და სახლს დაეჯახა. ჰოჯესების ოჯახს.

კოსმოსური სხეულის ფრაგმენტმა, რომელიც იწონიდა თითქმის ოთხ კილოგრამს (3, 8 კგ) საღამოს დაახლოებით შვიდ საათზე ენ ელიზაბეტ ჰოჯესის სახლის სახურავი გაარღვია, როდესაც დიასახლისი ტელევიზორის წინ დასასვენებლად იწვა დიდ ოთახში. მის გვერდით მაგიდაზე რადიო იდგა, რომელსაც მეტეორიტი დაეჯახა შემდეგ ქალისკენ გადავარდა. ქალი სასწაულებრივად გადარჩა, ფრაგმენტმა უბრალოდ დიდი ჰემატომა დატოვა დაზარალებულის სხეულზე .image
იმ პერიოდში ცივი ომი იყო გაჩაღებული და მეტეორიტის ჩამოვარდნაც რაკეტა ეგონათ, მაგრამ როდესაც გააცნობიერეს, რომ საბრძოლო იარაღთან კავშირი არ იყო, ბრბო სასწრაფოდ გაემართა მოკრძალებული დიასახლისის საცხოვრებელში, რომელმაც სიტყვასიტყვით ცნობილ ადამიანად გაიღვიძა. ის იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც გადარჩა მეტეორიტის დარტყმის შემდეგ.imageimage
უკვე საქვეყნოდ ცნობილ ოჯახს კოსმოსური ნატეხის დატოვება სურდათ, როცა პოლიციამ მისი კონფესკაცია მოახდინა. მეტიც, ამ მეტეორიტისთვის ჰოჯესებს სასამართლო დავა ჰქონდათ სახლის მეპატრონესთანაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ რადგან მეტეორიტი მის საკუთრებას დაეცა, ესე იგი მას ეკუთვნოდა. სასამართლო პროცესი ჰოჯესებმა მოიგეს და 4 კილოგრამიანი უცხო სხეულის მფლობელები გახდნენ.image




0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0