x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იცით, სსრკ-დან კოსმოსში რატომ გზავნიდნენ ძაღლებს, ამერიკიდან კი - მაიმუნებს?

image


კოსმოსში გაფრენა კაცობრიობისთვის იმდენად დიდი ნაბიჯი იყო, რომ საკმარისი ინფორმაცია ჰიპოთეზების ასაგებადაც კი არ იყო. ექსპერტების უმეტესობა თანხმდებოდა რომ 100 კმ სიმაღლეზე ადამიანი უბრალოდ გაგიჟდებოდა, ამიტომ თავიდან კოსმოსში ცხოველების გაშვება გადაწყდა. თავდაპირველად სწორედ მათზე მოწმდებოდა ფიზიკური აქტივობები და რისკები, შემდეგ კი ზემოქმედება ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე. სსრკა იყო პირველი, ვინც ორბიტაზე ძაღლები გაგზავნა, აშშ-მ კი მაიმუნები. რატომ შეარჩია საკუთარი არჩევანი კოსმოსური რბოლის ორმა ლიდერმა სხვადასხვა ცხოველზე? და რა ბედი ეწიათ კოსმოსში მოგზაურ პირველ არსებებს? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.




ვარსკვლავური კიდობანი



სანამ საქმე სხეულზე ზემოქმედებას ეხებოდა, კოსმოსში სხვადასხვა არსებებს გზავნიდნენ. პირველი მოგზაურები დროზოფილები გახლდნენ, შემდეგ დატვირთვას უკვე კუებზე ცდიდნენ, კოსმოსში ასევე ვირთხებიც გაშუვეს, ვინაიდან მათი ფიზიოლოგიის ზოგიერთი მახასიათებელი ადამიანის მსგავსია, ასე ამოწმებდნენ ფსიქიკაზე ზემოქმედებას. BION-3-ზე ვირთხების ჯგუფის გაფრენის შემდეგ მათ დედამიწაზე შვილებიც კი შეეძინათ.


image


მაგრამ კოსმონავტიკის გარიჟრაჟზე საჭირო იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდა ადამიანის მსგავსი არსება კოსმოსში გაფრენაზე, ამის დასადგენად კი მაიმუნი იდეალური ვარიანტი იყო, ვინაიდან მოგეხსენებათ რომ მათი ფიზიოლოგია და ნერვული სისტემა მაქსიმალურად არის ადამიანთან მიახლოებული.




კეთილი ბონი



შეერთებულმა შტატებმა მემკვიდრეობით მიიღო V-2 ბალისტიკური სისტემა, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა. ომის შემდეგ კი ცხოველებზე ექსპერიმენტები მყისიერად დაიწყო. ფიზიოლოგიასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების მექანიზმების დასადგენად მაიმუნები, კერძოდ კი, მაკაკები და შიმპანზეები შეირჩნენ. 1948 წლიდან 1951 წლამდე სულ ხუთი გაშვება განხორციელდა (ყველა მაიმუნს ალბერტი ერქვა) რომლის დროსაც I-დან V-მდე ყველა გარდაიცვალა, თუმცა ამ წარუმატებლობის საფუძველზე, მრავალი შეცდომა გამოსწორდა.


image


კოსმონავტი ალბერტ II


შემდეგი 10 წლის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ პრიმატები - იორიკი, პეტი, მაიკი, ეიბელი, მის ბეიკერი, სემი, მის სემი, ჰემი. ყველა მათგანს გაუმართლა, რომ დედამიწაზე ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა, თუმცა პრიმატების ამერიკული კოსმოსური ოდისეის ისტორიას წერტილი 1969 წელს მაიმუნ ბონის ტრაგედიამ დაუსვა. კეთილმა და ინტელექტუალმა პრიმატმა იმდენად დიდი სტრესი მიიღო რომ ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებების დამცველებმა გლობალური სკანდალი ააგორეს, რომლის დროსაც გაირკვა, რომ პრიმატები აფრიკაში იყვნენ შეპყრობილნი, და ბევრი მათგანი სწორედ დაჭერისას დაიღუპა.


image


საბჭოთა კავშირში თავიდან პრიმატების გამოყენებას განიხილავდნენ, მეტიც, კონსულტაციებს ცირკშიც კი მართავდნენ, თუმცა საცდელი ექსპერიმენტების დროს, მოხერხებული თითებით მაიმუნებმა იქ აძვრომა მოახერხეს, სადაც არ უნდა ასულიყვნენ. მათ დაოკებას მყარმა სამაგრებმაც კი ვერ უშველა, ამიტომ სხვა გზით წასვლა გადაწყდა. პირველი გაფრენისთვის ქუჩის ძაღლები შეირჩა. ამის ორი მიზეზი იყო. პირველი - მეცნიერების აზრით, ისინი კარგი ამტანობით გამოირჩეოდნენ, ფსიქიკა კი პლასტიური ჰქონდათ. მეორე არგუმენტი - პირველი გაშვება იმდენად სარისკოდ გამოიყურებოდა რომ მათი დაბრუნება არც კი განიხილებოდა. მზადებისას ძაღლებს სასტიკად წვრთიდნენ. ცნობილია რამდენიმე მათგანის - დეზიკის, ლისის, ჩაიკასა და სხვათა გარდაცვალების შესახებ. 5 საათიანი ფრენის შემდეგ კოსმოსში პირველი ძაღლი - ლაიკა გულის შეტევით გარდაიცვალა.


image


ბაიკონურის კოსმოდრომზე ქუჩის ძაღლების ტევა არ იყო, მათი გამოყენება ყველას შეეძლო, თან მაშინ სსრკ-ში არც ცხოველთა უფლებების დამცველები არსებობდნენ. მიუხედავად ამისა, აკადემიკოსი ოლეგ გლაზენკო, რომელიც ძაღლებთან მუშაობდა, წერდა რომ ლაიკას სიკვდილს მთელი ცხოვრება ნანობდა, ვინაიდან მასა და მის შვილებს ცხოველთან განსაუთრებული მიჯაჭვულობა ჰქონდათ.



კოსმოსიდან კუბაზე



მიუხედავად ამისა, პრიმატებზე ექსპერიმენტები საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა, თუმცა მათ ეს საჯარო არ გაუხდიათ. 1985 წლიდან 1996 წლამდე მაიმუნების წყვილებად (რათა მათთვის ფსიქოლოგიური სტრესი მოეხსნათ) კოსმოსში გაშვების მთელი პროგრამა მოქმედებდა. იქ იმყოფებოდნენ - ეროშა და დრემა, ზაბიაკა და ჟაკონია, კროში და ივაშა, მოგვიანებით დრემა კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ წაიყვანა.








0
1211
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1211