x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ჯულიეტა ვაშაყმაძეს ტელევიზიაში არ უშვებდნენ, რაც ცუდად შემოუტრიალდა ნაცმოძრაობას“ - გიორგი გაბუნია
image

.

სახლში რომ ჩაიკეტა, ესეც მისი პრინციპულობის საკითხი იყო. მე, ან ვიქნები პირველ არხზე, ან არ ვიქნები არსად. ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, იბრძოლე, ახლა სხვანაირად, თვითიზოლაციაში ნუ მოაქცევ თავს. გამოშვება მოხდა ცუდად, რა თქმა უნდა. სინამდვილეში, იმ ნაკადის ნაწილი იყო, სამწუხაროდ, რასაც შემდეგ დაერქვა "ჩარეცხილები" - ამის შესახებ ტელეკომპანია"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ "რადიო თავისუფლების" ეთერში გოგი გვახარიას გადაცემაში "შვილი" განაცხადა.

.

გიორგი გაბუნიამ ისაუბრა ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოშვების შესახებ. მან გაიხსენა ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, როდესაც ხელისუფლების მიერ, ასაკოვან თაობას “ჩარეცხილები” დაერქვათ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ლეგენდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ მისულიყო იმ დროს ტელევიზიაში, მას უბრალოდ, შენობაში აღარ შეუშვებდნენ.
.
"რევოლუციის შემდეგ, 2004-ში დაახლოებით ზაფხული იყო, როდესაც ტელევიზიაში იყო რაღაც, საუბრები, რომ კონტრაქტებზე უნდა გადაგიყვანოთ, მაგრამ ამან ძალიან პრინციპულად თქვა, რომ რას ქვია თქვენ, ერთ თვიან კონტრაქტზე გადამიყვანოთ, მე ჯულიეტა ვაშაყმაძე ვარ, რას ნიშნავს დამიდოთ ერთ თვიანი კონტრაქტი, რომ ერთი თვის შემდეგ, ან გაგიგრძელებთ იმ კონტრაქტს, ან - არა. პრინციპულად არ მოაწერა ამას ხელი და მახსოვს, რომ ამას ამბობდა. ფოიეში პირველი არხის სია იყო ასეთი ამობეჭდილი, ვინ არიან გაშვებულები და ვისი შეშვება აღარ შეიძლება შენობაში დაბოლოს, სულ ბოლოში, სიაში პასტით მიაწერეს - ჯულიეტა ვაშაყმაძე. ბოლოს, რომ მივიდა აღმოაჩინა, რომ პასტით არის მიწერილი მისი სახელი და მორჩა, მას ჩაეკეტა ტელევიზია. ის ტელევიზიაში უბრალოდ, აღარ მივიდა, რა თქმა უნდა, მისი თავმოყვარეობიდან გამომდინარე, მაგ მდგომარეობაში თავს აღარ ჩაიგდებდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ მისულიყო, მას შენობაში არ შეუშვებდნენ. ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ ძველი თაობა, რაღაცნაირად, გავწიოთ გვერდით და შევცვალოთ ახლით. გასაგებია, ცვლა ბუნებრივად, ისედაც ხდება და ისედაც უნდა მოხდეს, ხომ? სამუდამოდ, ჯულიეტა ვაშაყმაძე ისედაც ვერ იქნებოდა იქ, მაგრამ… კიდევ ერთხელ, გეუბნებით, ადამიანია, რომელსაც სიცოცხლეშივე ლეგენდად მოიხსენიებდნენ, ერთი ხელის მოსმით მთელი ამ თაობის გვერდით გაწევა, არ შეიძლებოდა და ძალიან ცუდად შემოუტრიალდა, არამარტო ხელისუფლებას, მთლიანად - ქვეყანას, " - განაცხადა გაბუნიამ.


.

1
116
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
116
  
2022, 19 დეკემბერი, 23:34
შენც, ბრუტუს?
0 1 1