რას მოჰყვა სერიოზული ჩხუბი არგენტინა-ჰოლანდიის ნაკრებების შეხვედრაზე?
2022, 13 დეკემბერი, 15:42
სპორტის სახეობებში უხეშ თამაშზე გამოხატული მწვავე რეაქცია ხშირად გამხდარა ჩხუბის მიზეზი, ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში ფეხბურთში გამონაკლისი არაა, უკვე ვიხილეთ რამდენიმე ინდივიდუალური და გუნდური ჩხუბი და ინციდენტი.
განსაკუთრებით ყველაზე მწვავე ვითარება შეიქმნა არგენტინის და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების შეხვედრაზე. ნახევარფილანულ შეხვედრაზე, როცა ანგარიში გახლდათ 2:1 არგენტინელების სასარგებლოდ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ბურთი აშკარად გამიზნულად, ძლიერად დაარტყა ჰოლანდიის ნაკრების სათადარიგოთა სკამის მიმართულებით, ბურთი ერთერთ ფეხბურთელს მოხვდა, რამაც არგენტინელი ფეხბურთელის მისამართით აგრესია გამოჰყვა, არგენტინელს ისე მძლავრად უბიძგეს ხელი რომ ყირაზე გადაატარეს, რასაც საკმაოდ მწვავე დაპირისპირება მოჰყვა გუნდებს შორის.
პროვოკაციულმა ქმედებამ შეხვედრა ძალიან დაძაბა, რაც შემდეგ შეხვედრაზეც აისახა, შეხვედრამ კინკლაობის ფონზე ჩაიარა, არც არბიტრმა დააყოვნა და ორივე გუნდის რამდენიმე წევრს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჰოლანდიელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ პენალტების სერიაში არგენტინელებმა იმარჯვეს და საბოლოო ჯამში გამარჯვება მოიპოვეს.
გამარჯვების მომტანი პენალტის გატანის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელების საქციელი რომელიც ნამდვილად არაა მისაღები და მისაბაძი, არც სპორტული თვალსაზრისით და არც კაცური თვალსაზრისით.