მიმოხილვა 5 პოპულარული მეორადი ავტომობილი, რომეეიც გამოიყურება როგორც ძვირფასი, ელიტარული მანქანა 2022, 12 დეკემბერი, 13:05 თუ გაქვთ შედარებით მოკრძალებული ბიუჯეტი, შეგიძლიათ შეიძინოთ გარეგნულად და ტექნიკური მახასიათებლებით საკმაოდ სოლიდური მანქანა, თუმცა ყიდვისას მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ქვემოთ გთავაზობთ 5 მეორად ავტომობილის, რომელიც ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
Chrysler 300C-Chrysler 300 სრული ზომის სედანი წარმოებაშია 2004 წლიდან. მეორე თაობის Chrysler 300C დებიუტი 2011 წელს შედგა. სედანი აღჭურვილი იყო 2.7 ლიტრიანი და 193 ცხ.ძ. V6 ბენზინის ძრავით და 3.5 ლიტრი 253 ცხენის ძალით, ასევე HEMI ის 5.7 ლიტრიანი V8 340 ცხ.ძ-ით ეს მოდელი აღჭურვილია Mercedes-Benz W210-ისა და W220-ის ატრიბუტებით. გაბარიტი, სიმძლავრე, სივრცე და შთამბეჭდავი გარეგნობა ამ მანქანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე სტილურ ავტომობილად, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ 7/10 ათას აშშ დოლარად. ![]() 2-Volvo XC90-შვედური ჯიპი ეკონომიური ევროპელებისთვის და პრაგმატული ადამიანებისთვის. მძღოლების თქმით, ეს შესანიშნავი ავტომობილია დიდი ქალაქისთვის. იგი აღჭურვილია 2.5 T და 2.9 T6 ძრავებით, 3.2 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით, 2005 წელს გამოშვებულ ხაზს დაემატა 4.4 V8 ძრავა. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ბენზინის, ასევე გვხვდება დიზელი და გაზზე მომუშავეც კი. Volvo XC90-ების უმეტესობა აღჭურვილია ავტომატური ტრანსმისიით, კონდიციონერით, სრული ელექტროპაკეტით, გათბობით, კრუიზ კონტროლით. ის დღესაც ითვლება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კროსოვერად.შეგიძლიათ შეიძინოთ 4/8 ათას აშშ დოლარად. ![]() მეორად ბაზარზე ფასები იწყება დაახლოებით 2000 აშშ დოლარიდან. ფრთხილად უნდა აირჩიოთ 20 წლის ავტომობილი, რათა რემონტი მანქანის ფასი არ დაგიჯდეთ. ![]() Cadillac CTS-თუ გსურთ რაიმე უფრო "ამერიკული", Cadillac CTS მისწრებაა. ამ ბიზნეს კლასის მანქანამ ერთ დროს შეცვალა Cadillac Catera, რომელიც მზადდებოდა 2002 წლიდან 2019 წლამდე. 2007 წელს გამოჩნდა მეორე თაობა განახლებული დიზაინით, 2009 წელს უნივერსალი, ხოლო 2010 წელს კუპე ვერსია. Cadillac CTS იყენებს საშუალო ზომის Sigma პლატფორმას. ავტომობილი საკმაოდ დიდ კომფორტს უზრუნველყოფს გზაზე. მოდელები აღჭურვილია 2.8 ან 3.2 ლიტრიანი ბენზინის ძრავით.ავტომობილს დაახლოებით 7/10 ათას $-ად შეიძენთ. ![]() ![]() 251 3-ს მოსწონს
|