x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სტოლტენბერგი: "უკრაინის კონფლიქტმა შესაძლოა რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება გამოიწვიოს"
image
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შიშობს, რომ უკრაინაში ბრძოლები რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდება. ამის შესახებ მან ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაციასთან (NRK) ინტერვიუში განაცხადა.



„მეშინია, რომ უკრაინის ომი კონტროლიდან გამოვა და ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავიდან ავიცილებთ. ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება და ჩვენ ამაზე ყოველდღე ვმუშაობთ.“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.



მან ასევე აღნიშნა, რომ ნატომ გააფართოვა ალიანსის ტეროტორიული არეალი აღმოსავლეთ ქვეყნებში. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, პუტინს ეჭვი არ ეპარება, რომ ალიანსის ქვეყნებს შეუძლიათ აგრესიის შემთხვევაში თავის დაცვა. „ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერ დროს მრავალი წლის განმავლობაში.პუტინმა ვერ შეაფასა ჩვენი ერთმანეთის დაცვის უნარი.“- დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რუსული მხარის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება ნატოს არეალის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების გამო. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტი აშშ-სთან და ნატოსთან უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა დასავლეთს მოუწოდა, არ მიეღოთ უკრაინა და საქართველო ალიანსში.




24 თებერვალს, იმ დღეს, როდესაც პუტინმა გამოაცხადა ჯარების უკრაინაში შესვლის შესახებ, მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება და ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან საფრთხეს უქმნის მოსკოვს. ამავდროულად, მაისში, როდესაც შვედეთმა და ფინეთმა გამოაცხადეს ნატოში გაწევრიანების სურვილი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნების ბლოკში შესვლა არ შეუქმნის უშუალო საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებას.

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0