x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ოთხი სტუდენტის მკვლელობამ მთელი ამერიკა შეძრა
image


ერთ დილას, თითქმის ერთი თვის წინ, კეილი გონსალვესმა Instagram-ზე გამოაქვეყნა რამდენიმე თბილი ფოტო, სადაც ის გადაღებული იყო თავისი ოთხ მეზობელთან ერთად: ყველა სტუდენტი, რომელებიც ცხოვრობდნენ პატარა ქალაქ მოსკოვის ლამაზ კოლეჯში, ჩრდილოეთ აიდაჰოს შტატში.


მათი სახეებზე ღიმილი ეფინება. ერთ-ერთ ფოტოზე კეილი მხრებზე აზის თავის მეგობარს, მედისონ მოგენს და კიდევ ერთ ბინადარი კი, ქსანა კერნოლდი თავის ბოიფრენდს ეთან ჩაპინს ეხუტება.


"ერთი ბედნიერი გოგონა, რომელიც ამ ხალხითაა გარშემორტყმული ყოველდღე", - წერს კეილი წარწერაში.



image

თუმცა, მეორე დილით - 13 ნოემბერს - ეს ოთხი სტუდენტი მოკვდება, საკუთარ სახლში საზარელი ოთხმაგი მკვლელობის შედეგად, რომელმაც გააოგნა მთელი აშშ.



სასამართლო ექსპერტის კეტი მაბუტის თქმით, "საკმაოდ ბევრი სისხლი იყო", დაზარალებულებს ჭრილობები "საკმარისად" ჰქონდათ, ხოლო სამსართულიანი სახლი, რომელშიც ისინი დახოცეს, ქაოტურ მდგომარეობაში დახვდათ.


მან დაამატა: „მე 16 წელია სასამართლო ექსპერტი ვარ... წარსულში გვქონდა რამდენიმე მკვლელობა, მაგრამ მსგავსი არაფერი“.


ეთანი 20-ის, მედისონი 21-ის, ქსანა 20 -ის და კეილი 21 იყო, ოთხივე აიდაჰოს უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. მათ თავს დაესხნენ თავს დილის 3-დან 4 საათამდე და სასტიკად გაუსწორდნენ და ოთხი კვირის შემდეგ, მკვლელი ჯერ კიდევ არ არის დაჭერილი.



ძნელი წარმოსადგენია ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც მთელი ამერიკა მოიცვა. გაწბილება ამ ამბით დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება უკავშირდბეოდეს მსხვერპლს.


გარდა იმისა, რომ საერთო საცხოვრებელს ხმაურიანი წვეულებების მოწყობის რეპუტაცია ჰქონდათ - მეზობლების თქმით, სტუდენტები ხშირად მოდიოდნენ და მიდიოდნენ.


მედისონ მოგენი(ფოტოზე მარცხნივ) სწავლობდა მარკეტინგს და იმედოვნებდა, რომ იმოგზაურებდა მსოფლიოს გარშემო მას შემდეგ, როდესაც დაამთავრებდა სწავლას მომდევნო წელს.

image

კეილი გონსალვესი, მისი საუკეთესო მეგობარი ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან, აპირებდა ტეხასში გადასვლას მას შემდეგ, რაც შეთავაზება მიიღო სამუშაოზე ოსტინის მარკეტინგული ფირმისგან.

სამეულიდან ერთ-ერთი, მუდამ ღიმილიანი ეთან ჩაპინი კალათბურთს თამაშობდა. ის და მისი მეგობარი გოგონა, ქსანა კერნოდლი, ბეჯითად სწავლობდნენ კოლეჯში, თან მუშაობდნენ ცვლაში ოფიციანტად ადგილობრივ ბერძნულ რესტორანში.


სასამართლო ექსპერტი თვლის, რომ ოთხივეს სავარაუდოდ საწოლში ეძინა - გავრცელებული ინფორმაციით, ორმა გოგონამ ერთი და იგივე ბედი გაიზიარა - თითოეულ მათგანს დიდი დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს.


არცერთს არ აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის ნიშნები, ზოგიერთს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც იმაზე მეტყველებს, ისინი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ.


პოლიციას მეორე დღეი შუადღისას შეატყობინეს მას შემდეგ, რაც ქვედა სართულზე ორმა ბინადარმა გაიღვიძა და განგაში ატეხა.


პოლიციამ ვერ აღმოაჩინა იჯარით აღებულ სახლში ძალად შეჭრის ან დაზიანების კვალი, შესასვლელი კარი კოდირებული შესვლის სისტემით იყო, თუმცა იქაურების თქმით, ვერც შენობის უკანა კარზე აღმოაჩინა რაიმე კვალი.


image

ოთხი კვირის შემდეგ, შოკი გადაიზარდა ბრაზში და შიშში 25 000-იან ქალაქში, რადგან პოლიციამ ვერ შეძლო ვერც ეჭვმიტანილებზე გასვლა და ვერც ან მოტივის დადგენა.


პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა საზოგადოებას, თუმცა სამი დღის შემდეგ უარყვეს ეს ვერსია და ახლა აცხადებენ და თვლიან, რომ ეს იყო "მიზანმიმართული თავდასხმა", მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა იყო სამიზნე, სახლი თუ მობინადრენი.


1
912
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
912
  
2022, 10 დეკემბერი, 18:59
:-(
0 1 1