x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლეგენდარულ ტინა ტერნერს მეორე შვილიც მოუკვდა
image

ტინა ტერნერს ახალ ტრაგედია დაატყდა თავს: მისი უმცროსი ვაჟი რონალდი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში სან ფერნანდოში (აშშ).


62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა პოპ-ვარსკვლავის უფროსი ვაჟის კრეიგის თავი მოკვლიდან 4 წლის შემდეგ . გრემის რვაგზის მფლობელმა ორივე შვილი მოკლე დროში დაკარგა.


როგორც გამოცემა TMZ-ის იტყობინება, ხუთშაბათს დილით, რონალდის მეზობლებმა დარეკეს 911 და თქვეს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მამაკაცს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა. მისი გადარჩენის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მისულმა მედიკოსებმა ასევე ვერ შეძლეს რონის რეანიმაცია და ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.



ჯერჯერობით ექიმები არ ამბობენ, რისგან გარდაიცვალა მომღერლის შვილი. ბოლო წლებში რონალდი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, მაგრამ უცნობია იყო თუ არა სიმსივნე მისი სიკვდლის გამომწევევი. მამაკაცს კანონთანაც ჰქონდა პრობლემები. ის რამდენჯერმე დააკავეს ნარკოტიკების შენახვისთვის. 1999 წელს კი მას ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის გამო.

image

83 წლის ტინა ტერნერი მწუხარებისგან განადგურებულია. სოციალურ ქსელში მან გულისამაჩუყებელი მიმართვა გამოაქვეყნა. „რონი, შენ ძალიან მალე წახვედი ამ სამყაროდან. დამწუხრებული ვხუჭავ თვალებს და ვფიქრობ შენზე, ჩემო საყვარელო შვილო“, - წერს არტისტი.

image

თითქოს ბედმა დასაჯა ცნობილი მომღერალი: მისმა უფროსმა ვაჟმა კრეიგმა 2018 წელს თავი მოიკლა. ის 59 წლის იყო. კრეიგის გარდაცვალების დღეს მომღერალი პარიზში გაფრინდა, რათა ეჩვენებინა მოდის დიზაინერის ჯორჯო არმანის კუტურ კოლექცია, რომელთანაც მრავალი წელია მეგობრობს. საღამოს კრეიგ ტერნერმა თავი მოიკლა. უცნობია, რამ აიძულა მას ამის გაკეთება 60 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე. შესაძლოა, ვარსკვლავის ვაჟს ამისკენ უბიძგა მოუწესრიგებელმა პირადი ცხოვრებამ და ჩაშლილმა კარიერამ. ერთ დროს მას საკმაოდ წარმატებული უძრავი ქონების ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს საქმეები ცუდად წაუვიდა.

1
270
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
270
  
2022, 10 დეკემბერი, 18:56
:-(
0 1 1