x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეს ის გოგოა, ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ძლიერი! ვის გამოც მომითმენია დაღლა, დამცირება, უსამართლობა" - მარიამ ნაკანი

imageფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, საკუთარ ქალიშვილს მე-20 დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ სწორედ შვილმა მისცა მოტივაცია ცხოვრებაში.



"ეს ის გოგოა, ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ძლიერი! ეს ის გოგოა ვის გამოც დავიწყე გადაღება, ვის გამოც არ ვთაკილობდი შრომას, რამდენი რთული გადაღება მქონია, რამდენჯერ მომითმენია დაღლა, დამცირება, უსამართლობა.. მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევდი უფლებას მოვდუნებულოყავი, იმიტომ რომ ვიცოდი სახლში ლიტუკა მელოდებოდა???? დედობა არის ჩემი მთავარი მამოტივირებელი ძალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, ნომერ პორველი სამსახური, ყველაზე ძვირფასი თანამდებობა და უკიდეგანოდ დიდი ბედნიერება, ჩემი შვილების გამო ვარ და ვიქნები ტოტალურად შრომისმოყვარე და ძლიერი ქალი???? მიყვარხარ დეკუ @litatavadze მადლობა რომ არსებობ, მადლობა რომ მოევლინე ჩემს ცხოვრებას, მადლობა რომ ასეთი დახვეწილი არსება ხარ, შენ მასწავლი მე ყველაფერს მე კი არა, შენ დე !" - წერს მარიამ ნაკანი "ინსტაგრამზე"
image

40 წლიც მარიამ ნაკანის ფოტოკარიერა დაახლოებით 17 წლის წინ იწყება, მედია არტ ფარმაში(Media Art Farm) სწავლის დროს, პირველივე კურსზე ბრიტანეთის საბჭოს ფოტოგრაფი გახდა. შემდეგ კი „მაგთიმ“ აიყვანა მთავარ ფოტოგრაფად. ჰქონდა შეკვეთები „ბატა“, „ბამბინო“და „ფეხსაცმლის გალერეა“ -სგან.


ორი წლის წინანდელ ინტერვიუში მარიამ ნაკანი საკუთარ ქალიშვილებზე აი რას ამბობდა:



"– ჩემი შვილი გადასაღებ მოედანზე დამყავს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ბავშვისთვის მშობლის ქმედებაა და არა ნატაციების წაკითხვა. დღეს ლიტუკა – ჩემი 18 წლის გოგო გადაღებებზე ჩემი ვიზაჟისტია. ის თავის საქმეში ფულს იღებს, ეს მისი სამსახურია. მე ეს სპეციალურად არ გამიკეთებია, ბუნებრივად მოხდა, რადგან გადაღებებზე სულ ჩემ გვერდით იყო. დღეს მას სხვა შემკვეთებიც ჰყავს და თავის საქმისადმი ძალიან პროფესიონალური მიდგომა აქვს. მის შესახებ იმდენ კომპლიმენტს ვიღებ, ბედნიერებისგან ცრემლები მომდის ხოლმე. ასეა მეორე შვილიც – სოფიკო, რომელიც სულ თან დამყვება და ძალიან მეხმარება, თან რჩევებს მაძლევს. მათ არც ჩემს ბედნიერებას ვუმალავ და არც ცრემლებს. შვილებს თითს კი არ ვუქნევ, რჩევებს ვეკითხები, როგორც ჭკვიან და გემოვნებიან გოგონებს. ამით თავდაჯერებულობაც ემატებათ და მომავალში ხმის ამოღების აღარ შეეშინდებათ."

0
384
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0