x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დატკბით, სანამ ცოცხლები ვართ: ჟანგბადის დაქვეითება ერთ დღესაც დედამიწაზე ცოცხალი არსებების უმეტესობის სიკვდილს გამოიწვევს

image

დედამიწა ყოველთვის არ ყოფილა ჟანგბადით მდიდარი და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ატმოსფერო დაუბრუნდება იმ მაჩვენებლებს, რომელიც მდიდარია მეთანით და ღარიბია ჟანგბადით. შესაბამისად აერობული ორგანიზმები - ანუ ის ორგანიზმები, რომელთა არსებობისთვის მნიშვმნელოვანია ჟანგბადი, ვეღარ შეძლებენ სუნთქვას. აერობია ადამიანიც.


ძალიანაც ნუ ინერვიულებთ, რადგან 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება მოხდეს მილიარდი წლის შემდეგ. მაგრამ როდესაც ცვლილებები მოვა, ისინი საკმაოდ სწრაფად მოვა, ეს ცვლა დააბრუნებს პლანეტას ისეთ მდგომარეობაში, როგორიც იყო ეგრეთ წოდებული დიდი ჟანგვის მოვლენამდე (GOE) დაახლოებით 2, 4 მილიარდი წლის წინ.


უფრო მეტიც, კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ატმოსფერული ჟანგბადი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ზოგადად დასახლებული სამყაროს მუდმივი მახასიათებელი.



„მოდელი პროგნოზირებს, რომ ატმოსფერული დეოქსიგენაცია, ატმოსფერული O2-ის მკვეთრი კლებით არქეის დედამიწის მსგავსი დონემდე, სავარაუდოდ, მოხდება დედამიწის კლიმატურ სისტემაში სველი სათბურის პირობების დაწყებამდე და ატმოსფეროდან ზედაპირული წყლის მასიურ დაკარგვამდე", - განმარტავენ მკვლევრები.


ეს იქნება დასასრული ადამიანებისა და სიცოცხლის სხვა ფორმებისთვის, რომლებიც ჟანგბადზეა დამოკიდებული, ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ გავიგებთ, როგორ დავტოვოთ პლანეტა მომდევნო მილიარდი წლის განმავლობაში.


მკვლევრებმა შექმნეს დედამიწის ბიოსფეროს დეტალური მოდელები, მხედველობაში მიიღეს რა მზის სიკაშკაშის ცვლილებები და ნახშირორჟანგის დონის შესაბამისი ვარდნა, რადგან გაზი იშლება სითბოს გაზრდით. ნაკლები ნახშირორჟანგი ნიშნავს ნაკლებ ფოტოსინთეზურ ორგანიზმებს, როგორიცაა მცენარეები, რაც გამოიწვევს ნაკლებ ჟანგბადს.


მეცნიერებმა ადრე იწინასწარმეტყველეს, რომ მზის გაზრდილი გამოსხივება ჩვენი პლანეტიდან ოკეანის წყლებს დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში მოსპობდა, მაგრამ ეს მოდელი - საშუალოდ 400 000 სიმულაციაზე დაფუძნებული - ამბობს, რომ ჟანგბადის გამოფიტვა პირველ რიგში სიცოცხლეს მოკლავს.


"ჟანგბადის ვარდნა ძალიან, ძალიან ექსტრემალურია", - განუცხადა New Scientist-ს დედამიწის მეცნიერმა კრის რეინჰარდმა Georgia Tech-დან. „ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მილიონჯერ ნაკლები ჟანგბადი იქნება, ვიდრე დღესაა.


ის, რაც კვლევას დღეს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის, არის მზის სისტემის გარეთ დასახლებული პლანეტების ძებნა.


ტელესკოპები სულ უფრო მძლავრი ხდება და მეცნიერებს სურთ იცოდნენ, რას უნდა ეძებდნენ ამ ინსტრუმენტების მონაცემთა ნაკრებებში.


მკვლევრების თქმით, შესაძლებელია, რომ სიცოცხლის აღმოჩენის საუკეთესო შანსი გვქონდეს, ამასთან სხვა ბიოხელმოწერებზეც და ჟანგბადზეც უნდა ვინადიროთ. მათი კვლევა NASA-ს NExSS (Nexus for Exoplanet System Science) პროექტის ნაწილია, რომელიც სწავლობს ჩვენ გარდა სხვა პლანეტების გქამოსადეგობას სიცოცხლისათვის.


რაინჰარდისა და იაპონიის ტოჰოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერის კაზუმი ოზაკის გამოთვლებით, დედამიწის ჟანგბადით მდიდარი, სასიცოცხლო ისტორია შეიძლება გაგრძელდეს პლანეტის მთლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის მხოლოდ 20-დან 30 პროცენტამდე და მიკრობული სიცოცხლე გაგრძელდება ჩვენი გადაშენების შემდეგაც.


”ატმოსფერო დიდი დეოქსიგენაციის შემდეგ ხასიათდება მეთანის გაზრდილი შემცველობით, CO2-ის დაბალი დონით და ოზონის შრის არარსებობით”, - ამბობს ოზაკი და დასძენს, რომ „დედამიწის სისტემა, სავარაუდოდ, ანაერობული სიცოცხლის ფორმების სამყარო იქნება“.

0
58
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0