x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წარმოუდგენელი შემთხვევა, უდაბნოში დაკარგული 4 წლის ბავშვი 6 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
image

წარმოუდგენელია, მაგრამ ოთხი წლის ბიჭმა მოახერხა და გადარჩა კენიის უდაბნოში, სადაც ექვსი დღის განმავლობაში იყო დაკარგული.



ბიჭი ქალაქ ასიდან სასწაულებრივად და უვნებლად გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან 11 მილით იყო დაშორებული აფთრებით და ტურებით გარშემორტყმული.


ბიჭი 28 ნოემბერს დაიკარგა ძლიერი ქარიშხალის დროს, როდესაც ძმებთან ერთად საქონლის გასარეკად იყო წასული. ქარიშხლის დროს ბიჭი და-ძმებს დაშორდა და კენიის ბუჩქნარში დაიკარგა.





ექვსი დღის შემდეგ, ბიჭი საბოლოოდ იპოვეს მას შემდეგ, რაც სამძებრო ჯგუფი გამოიყენეს მის მოსაძებნად. ის ჰაერიდან შეამჩნია პილოტმა როან კარ-ჰარტლიმ, რომელიც მუშაობდა ახლომდებარე შელდრიკის ველური ბუნების ფონდში.



მეორე დღეს, როდესაც ბიჭი აღარ დაბრუნდა სახლში, ასას თემის ხელმძღვანელმა დარეკა შელდრიკის ველური ბუნების ფონდში რათა ეკითხა, დაეხმარებოდნენ თუ არა ისინი 70 კაციანი სამძებრო ჯგუფით, რათა პატარა ბიჭი ეპოვნათ და უსაფრთხოდ მიეყვანათ სახლში.


პილოტმა როან კარ-ჰარტლიმ, რომელმაც პოსტი დაწერა ამ ინციდენტის შესახებ, თქვა, რომ მეორე დილით ადრე წავიდა ბიჭის მოსაძებნად.


image

„იმ დროისთვის, როცა მე ზემოთ ვტრიალებდი - წერს ის, - 70-კაციანი სამძებრო ჯგუფი ველურ ბუჩქებში დაბორიალობდა და პატარა ბიჭუნას ეძებდა. მე მქონდა მხოლოდ მიახლოებითი ადგილმდებარობა მქონდა მითითებული, რომელიც მომცა ჩემმა ხელმძღვანელმა. სოფლიდან ჯგუფი ბიჭის კვალს შვიდი კილომეტრის მანძილზე ჩაუდგა, მაგრამ შემდეგ კვალი ნელ-ნელა გაქრა.



ოთხი საათის განმავლობაში მფრინავი წარუმატებლად ათვალიერებდა ტერიტორიას და ხედავდა მხოლოდ აფთრების და ტურების ხროვას.


ასე გაგრძელდა კიდევ 5 დღე, პილოტის ყოველი გასვლა უშედეგო იყო;თუმცა სამძებრო ჯგუფი ბოლომდე იმედს არ იწურავდა, რადგან იმ დღეებში ორჯერ წამოვიდა წვიმა და ბავშვი ყოველ. შემთხვევაში წყურვილით მაინც არ მოკვდებოდა.


”უიმედო ჩანდა პატარა ბიჭის ძებნა უდაბნოს ასეთ უზარმაზარ სივრცეში. იყო შემთხვევა, როცა ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვპოულობდი კონკრეტულ სპილოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ოთხი წლის ბავშვზე“.-იხსენებს კარლ ჰარტლი.


და აი ბიჭის გაუჩინარებიდან მეექვსე დღეს, პილოტმა მიიღო კიდევ ერთი ზარი უფროსისგან, რომელშიც ეუბნებოდა, რომ სამძებრო ჯგუფმა კვლავ იპოვა კვალი - მისი სახლიდან 9 მილის (15 კილომეტრის) დაშორებით.


ბიჭის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ „საოცრება მოხდა“.


კარ-ჰარტლიმ: „მარცხენა ფრთიდან დავინახე ჩემს ქვემოთ პატარა ფიგურა, რომელიც გარშემორტყმული იყო ბუჩქებით და ხეები.


image

„თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ის იყო: პატარა ბიჭი..შოკირებული ვიყავი, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დადიოდა“.


გასაგები მიზეზების გამო შეშინებული ბიჭი ჯერ თვითმფრინავს დაემალა, ბუჩქებისა და ხეების ქვეშ შეძვრა.


გმირმა პილოტმა განაცხადა, რომ ბიჭი იყო "აშკარად ჰიპოგლიკემიური და ბორძიკით დადიოდა".


ამის შემდედ მან თვითმფრინავით წრე დაარტყა და მოძებნა სამაშველო ჯგუფი, რომელებსაც მიუთითა სადაც იმყოფებოდა ბავშვი.

image მწყურვალი, მშიერი, გადაქანცული, დაბნეული და შეშინებული ბავშვი რაც მთავარია ცოცხალი იპოვეს 6 დღის შემდეგ, რაც ნამდვილი სასწაულია.

image


image

0
563
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0