თუ გსურთ ოჯახს უფრო მეტი ბოსტნეულის ჭამა აიძულოთ, ყურადღება ამ რეცეპტს მიაქციეთ. გემრიელი ვეგეტარიანული ღვეზელი გამოგივათ, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის.
ინგრედიენტები:
- მზა ფხვიერი ცომი
- 1 მწიფე პომიდორი
- 2 ს/კ კარაქი
- 2 პატარა თავი ხახვი
- 2 დიდი კბილი ნიორი
- 1 ტკბილი წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 დიდი კონა ახალი ისპანახი
- 150 გრ შავი ზეთისხილი უკურკო
- 1 ჩ/კ ხმელი ბალახების ნარევი თევზისა და ხორცისთვის
- 1 პატარა კონა ახალი ოხრახუში
- 150 გრ ყველი ფეტა
- 150 გრ ყველი ჩედერი
- 4 კვერცხი
- 1 ჭიქა რძე
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
როგორ მოვამზადოთ:

1. პომიდორი წვრილად დაჭერით.
2. დიდ ტაფაზე 2 სუფრის კოვზი კარაქი გაადნეთ და კუბებად დაჭრილი ხახვი და 2 კბილი ნიორი შეწვით. ბოსტნეული გამჭვირვალე, არომატული და ნაზი უნდა გახდეს.
3. 3 წუთის შემდეგ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ და 3 წუთით თუშეთ, სანამ წიწაკა არ დარბილდება.

4. ისპანახი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, მწვანილი მოთუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ. შუაზე გაჭრილი ზეთისხილი, ხმელი ბალახების ნარევი დაუმატეთ. საშუალო ცეცხლზე 5 წუთით თუშეთ, სანამ ისპანახი არ დარბილდება.
5. ცეცხლიდან გადმოდგით და ყველი ფეტა და პომიდორი დაუმატეთ. მასას გაგრილება აცადეთ.

6. ცალკე 4 კვერცხი, 1 ჭიქა რძე და ყველი ჩედერი ათქვიფეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

7. ფხვიერი ცომი კალათის მსგავსად საცხობ ფორმაში მოათავსეთ, შიგნით შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან კი კვერცხი-რძის ნარევი მოასხით.

8. ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ და 50-55 წუთით აცხვეთ, სანამ შიგთავსი მზად არ იქნება, ხოლო ქერქი მოოქროსფერო არ გახდება.

9. მზა ღვეზელი გააგრილეთ, პორციებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. სასაუზმოდ მარილიან ვაფლებს ვამზადებ: ისპანახით და ყველით
2. ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ
3. წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი
4. როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი
5. კარგი იდეა დასვენების დღეებისთვის: ფენოვანი ცომი ლორით
6. ერთადერთი სწორი რეცეპტი პიცის ცომისთვის